ნომინაციის სახელწოდებაა "ჩემპიონების ჩემპიონი" და გამოკითხვა სპორტის მოყვარულებს შორის ჩატარდა, რომლებიც Lequipe-ს მკითხველები არიან.
807 ქულით პირველი ადგილი "ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ დაიკავა. მეორე პოზიცია ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს ერგო, ხოლო მესამეზე ფორმულა 1-ის გამარჯვებული სებასტიან ფეტელი გავიდა.
შეგახსენებთ, რომ წინა წელს საუკეთესო სპორტსმენად ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი აღიარეს.
მომზადებულია Lequipe-ს მიხედვით