მესი "ჩემპიონების ჩემპიონია"

AutoSharing Option
"ბარსელონას" არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი ფრანგული გამოცემა Lequipe-ს მკითხველებმა 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.

ნომინაციის სახელწოდებაა "ჩემპიონების ჩემპიონი" და გამოკითხვა სპორტის მოყვარულებს შორის ჩატარდა, რომლებიც Lequipe-ს მკითხველები არიან.

807 ქულით პირველი ადგილი "ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ დაიკავა. მეორე პოზიცია ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს ერგო, ხოლო მესამეზე ფორმულა 1-ის გამარჯვებული სებასტიან ფეტელი გავიდა.

შეგახსენებთ, რომ წინა წელს საუკეთესო სპორტსმენად ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი აღიარეს.

მომზადებულია Lequipe-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული