ჟოზე მოურინიო: გონსალო იგუაინს მხოლოდ იდიოტი თუ გაყიდის

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ზაფხულში ფორვარდ გონსალო იგუაინის გაყიდვას არ აპირებს.

"იმ ფეხბურთელთა სია მაქვს, რომლებიც შესაძლოა, ტრანსფერზე დავაყენოთ, მაგრამ იგუაინი მათ რიცხვში არ არის. გონსალო მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო თავდამსხმელია. ასეთ ფეხბურთელს მხოლოდ იდიოტი თუ გაუშვებს.

ის, რომ იგუაინი ბოლო ხანს ისე კარგად ვერ თამაშობს და იმდენ გოლს ვეღარ იტანს, არ ნიშნავს, რომ საუკეთესო აღარ არის. მის გაყიდვას არ ვაპირებთ", - განაცხადა მოურინიომ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული