დიეგო და მადრიდის "ატლეტიკო" შეთანხმდნენ?

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ბრაზილიელი გამთამაშებელი დიეგო მადრიდის "ატლეტიკოდან" "ვოლფსბურგში" არ დაბრუნდება.

მოგეხსენებათ, 27 წლის ფლეიმეიქერი მადრიდულ კლუბში განათხოვრების წესით თამაშობდა და რაკი არენდას ვადა ამოეწურა, ხოლო გერმანული პრესა წერდა, "ვოლფსბურგის" მთავარ მწვრთნელ ფელიქს მაგათს დიეგოს დაბრუნება უნდაო, ბრაზილიელს კარიერის გაგრძელებას ისევ გერმანულ კლუბში უწინასწარმეტყველებდნენ.

მაგრამ ახალი ინფორმაციით, დიეგო და "ატლეტიკო" შეთანხმდნენ და ესპანური კლუბი ახლა მის გამოსყიდვას აპირებს. "ვოლფსბურგი" დიეგოს სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს და როგორც ირკვევა, "ატლეტიკო" მზადაა, ეს თანხა გადაიხადოს.

"ვოლფსბურგერ ნახრიხთენის" ინფორმაციით, დიეგო და "ატლეტიკო" სამწლიან კონტრაქტზე
შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც, ბრაზილიელი წელიწადში 4 მილიონ ევროს მიიღებს.

გერმანული მხარე ოფიციალურად არაფერს ადასტურებს - ფელიქს მაგათის თქმით, გადაწყვეტილი არაფერია და ის ორშაბათს დიეგოს ვოლფსბურგში ელის. აქვე გეტყვით, რომ "მგლები" ახალი სეზონისთვის მზადებას სწორედ ორშაბათს იწყებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული