ალფრედო დი სტეფანო: არ ვფიქრობ, რომ "ოქროს ბურთი" იკერ კასილიასს ერგება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" საპატიო პრეზიდენტს, ალფრედო დი სტეფანოს ეეჭვება, მორიგი "ოქროს ბურთი" "სამეფო კლუბის" და ესპანეთის ნაკრების გოლკიპერმა იკერ კასილიასმა მოიგოს.

გასულ სეზონში კასილიასი "რეალის" შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონი გახდა და ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევრო 2012 მოიგო. "ფურია როხას" წარმატებაში მან დიდი წვლილი შეიტანა.

"იკერს უმაღლესი ოსტატობისათვის კუთვნილი უნდა მიეზღოს, მაგრამ არ მჯერა, რომ "ოქროს ბურთი" მას ერგება. საქმე ისაა, რომ ახლა ფეხით თამაში უფრო მეტად ფასდება. თუმცა ჭეშმარიტება ისაა, რომ ეს ჯილდო საუკეთესო ფეხბურთელს უნდა მიენიჭოს", - აღნიშნა დი სტეფანომ.

ასევე
იხილეთ:
France Football: "ოქროს ბურთს" ყველაზე მეტად იკერ კასილიასი იმსახურებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული