ანდრეს ინიესტა: ჩემს ქორწილზე დასწრებისთვის ყველას მადლობას ვუხდი

AutoSharing Option
"ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ანა ორტისთან ქორწინება ოფიციალურად გააფორმა.

ქორწილში დაპატიჟებული 700-ზე მეტი ადამიანი იყო. მათ შორის იყვნენ კლუბის ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, გუნდის ყოფილი თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე და ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი ლუის არაგონესი. მადრიდის "რეალიდან" ქორწილში იკერ კასილიასი იყო დაპატიჟებული.

აღსანიშნავია, რომ ინიესტას და ორტისს უკვე ჰყავთ ქალიშვილი სახელად ვალერია.

"დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემთვის ყველაზე ბედნიერ დღეს ესწრება", - თქვა ინიესტამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული