ანდრეს ინიესტამ ქორწილი ესპანეთის პროვინცია ტარაგონასთან, ულამაზეს კოშკში გადაიხადა [+VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" 28 წლის ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ცოლი მოიყვანა. მისი რჩეული ანა ორტისია.

საქორწილო ცერემონია ესპანეთის პროვინცია ტარაგონასთან ახლოს მდებარე ულამაზეს კოშკში, Tamarit-ში გაიმართა. საპატიო სტუმრებს შორის ცნობილი ფეხბურთელები - ლიონელ მესი, სამუელ ეტო'ო, ვიქტორ ვალდესი, კარლეს პუიოლი და ჟერარდ პიკე იყვნენ (იხილეთ ვიდეო).

ინიესტამ მილიონობით გულშემატკივარს დაქორწინების ამბავი "ტვიტერის" საშუალებით აცნობა. "საოცარი დღეა! დავქორწინდი", - დაწერა ფეხბურთელმა "ტვიტერში".

ანდრესმა და ანამ ერთმანეთი 2008 წელს გაიცნეს. წყვილს 2011 წელს ქალიშვილი ვალერია შეეძინა.

ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ ანდრესი და
ანა 8 ივლისს დაქორწინდნენ.

ქორწილში დაპატიჟებული 700-ზე მეტი ადამიანი იყო. მათ შორის იყვნენ კლუბის ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, გუნდის ყოფილი თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე და ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი ლუის არაგონესი.

მადრიდის "რეალიდან" ქორწილში იკერ კასილიასი იყო დაპატიჟებული.

ასევე იხილეთ:
ანდრეს ინიესტა: ჩემს ქორწილზე დასწრებისთვის ყველას მადლობას ვუხდი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული