უკვე წლებია, ამ უკანასკნელს მთხოვნელები არ აკლია, მაგრამ 27 წლის გოლეადორი აქამდე ყოველთვის ამბობდა, "ატლეტიკიდან" წასვლას არ ვაპირებო. ახლა კი, ყველასათვის მოულოდნელად, ფირფიტა შეცვალა.
ბასკური ტელეკომპანია ETB იტყობინებოდა, რომ ლორენტემ "ატლეტიკის" შეფებს ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი შეუთვალა და ისიც უთხრა, რომ სპორტული მიზეზების გამო ბილბაოდან წასვლა
ფერნანდოს ბილბაოელებთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს და თუკი ახალი ხელშეკრულების გაფორმება იუარა, გამოდის, რომ ბასკები ვალდებულები არიან, ახლავე გაყიდონ, რათა მისი ტრანსფერისგან ფინანსური ხეირი მაინც ნახონ - წინააღმდეგ შემთხვევაში, თავიანთ ვარსკვლავს გაისად უფასოდ დაკარგავენ.
ლორენტეს გადაბირება ყველაზე მეტად იტალიის ჩემპიონ "იუვენტუსს" სურს. ტურინელები რობინ ვან პერსისა და ლუის სუარესზეც ფიქრობენ, მაგრამ პირველს თვითონაც ვერ გაუგია, რა უნდა, უკანასკნელმა კი "ლივერპულთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა. შესაბამისად, "იუვე" მთლიანად ლორენტეზე გადაერთო.
"მარკას" ცნობით, "იუვენტუსი" მზადაა, "ბილბაოს" ლორენტეში 20 მილიონი ევრო გადაუხადოს. ცნობილია, რომ ბასკები თავიანთ ბომბარდირს 36 მილიონად აფასებენ, მაგრამ თუ ფეხბურთელმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ვაჭრობას აზრი ექნება...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"