ბოიკოტი არ იქნება, ესპანეთის ჩემპიონატი იწყება!

AutoSharing Option
პრიმერადივიზიონი სტარტს მომავალ უქმეებზე აიღებს - ამის გარანტია საფეხბურთო ესპანეთს 14 აგვისტოს LFP-ს პრეზიდენტმა ხოსე ლუის ასტიასარანმა მისცა.

"კლუბების პრეზიდენტებთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა. ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩები მომავალ შაბათ-კვირას გაიმართება," - განაცხადა ასიასარანმა გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ბოიკოტით "ბილბაო", "ატლეტიკო", "სევილია", "ბეტისი", "სელტა", "ესპანიოლი", "ხეტაფე", "გრანადა", "მალიორკა", "ოსასუნა", "რაიო ვალეკანო", "სოსიედადი" და "სარაგოსა" იმუქრებოდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული