"იმედია, ამის გამო ეგოისტს არ მიწოდებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგე და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული ვარ!"
მას მერე რვა წელი გავიდა და მოურინიომ თავის ტიტულებს კიდევ არაერთი ჯილდო შემატა: "ჩელსისთან", მილანის "ინტერთან" და მადრიდის "რეალთან" ერთად ინგლისის, იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონატები და თასები მოიგო, "ნერაძურის"
ამ ტიტულების მოგებასთან ერთად, ჟოზემ განუმეორებელი რეკორდიც დაამყარა: 2002 წლის 23 თებერვლიდან 2011 წლის 2 აპრილამდე არცერთი საშინაო მატჩი არ ჰქონდა წაგებული - ამ ხნის განმავლობაში 4 სხვადასხვა ქვეყანაში იმუშავა.
ორშაბათს ჟოზემ პორტუგალიურ ტელეკომპანია SIC-ს ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ მისთვის პირად ჯილდოებს აღარ აქვს ისეთი მნიშვნელობა, როგორც ადრე ჰქონდა და საკუთარ თავს ახალი მეტსახელიც გამოუგონა.
"შეგიძლიათ, გიყვარდეთ ან გძულდეთ, მაგრამ მე ერთადერთი ვარ, რომელმაც მსოფლიოს სამი საუკეთესო ლიგა მოიგო - ინგლისი, იტალია და ესპანეთი. შესაბამისად, ალბათ დროა, რომ "განსაკუთრებულის" ნაცვლად "ერთადერთი" დამიძახოთ, - აღნიშნა მოურინიომ და იქვე დასძინა, - ახლა პირად წარმატებებზე ადრინდელზე გაცილებით ნაკლებად ვფიქრობ."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"