ჟოზე მოურინიო: ერთადერთი დამიძახეთ!

AutoSharing Option
"რეალის" თავკაც ჟოზე მოურინიოს თავდაჯერება რომ არ აკლია, ცნობილი ამბავია. 2004 წელს, ლონდონის "ჩელსიში" წარდგენისას პორტუგალიელმა ისეთი ფრაზა თქვა, რომელიც დღემდე არავის დავიწყებია და რომლის გამოც ცნობილი მეტსახელი The Special One (განსაკუთრებული) შეარქვეს:

"იმედია, ამის გამო ეგოისტს არ მიწოდებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგე და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული ვარ!"

მას მერე რვა წელი გავიდა და მოურინიომ თავის ტიტულებს კიდევ არაერთი ჯილდო შემატა: "ჩელსისთან", მილანის "ინტერთან" და მადრიდის "რეალთან" ერთად ინგლისის, იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონატები და თასები მოიგო, "ნერაძურის"
კი 2010 წელს ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა.

ამ ტიტულების მოგებასთან ერთად, ჟოზემ განუმეორებელი რეკორდიც დაამყარა: 2002 წლის 23 თებერვლიდან 2011 წლის 2 აპრილამდე არცერთი საშინაო მატჩი არ ჰქონდა წაგებული - ამ ხნის განმავლობაში 4 სხვადასხვა ქვეყანაში იმუშავა.

ორშაბათს ჟოზემ პორტუგალიურ ტელეკომპანია SIC-ს ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ მისთვის პირად ჯილდოებს აღარ აქვს ისეთი მნიშვნელობა, როგორც ადრე ჰქონდა და საკუთარ თავს ახალი მეტსახელიც გამოუგონა.

"შეგიძლიათ, გიყვარდეთ ან გძულდეთ, მაგრამ მე ერთადერთი ვარ, რომელმაც მსოფლიოს სამი საუკეთესო ლიგა მოიგო - ინგლისი, იტალია და ესპანეთი. შესაბამისად, ალბათ დროა, რომ "განსაკუთრებულის" ნაცვლად "ერთადერთი" დამიძახოთ, - აღნიშნა მოურინიომ და იქვე დასძინა, - ახლა პირად წარმატებებზე ადრინდელზე გაცილებით ნაკლებად ვფიქრობ."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული