"მალაგამ" დავალიანების ნაწილი გაისტუმრა

AutoSharing Option
"მალაგას" ფინანსურ პრობლემებზე ჩვენს მკითხველს მოეხსენება. სწორედ ამის ბრალია, რომ კლუბმა წამყვანი ფეხბურთელების მთელი ჯგუფი დაკარგა.

მაღალი კლასის ახალწვეულების გადაბირებაზე კი არა, კლუბს ფეხბურთელების რამდენიმემილიონიანი სახელფასო დავალიანება გააჩნია.

საბედნიეროდ, კლუბმა დავალიანების ნაწილ-ნაწილ გასტუმრება დაიწყო. ეს კი მას მერე გახდა შესაძლებელი, რაც ხოსე რონდონსა და სანტი კასორლაში, შესაბამისად, ყაზანის "რუბინმა" და ლონდონის "არსენალმა" 9 და 19 მილიონი ევრო გადაიხადეს.

"მალაგადან" ფეხბურთელების ყიდვა სხვებსაც აქვთ განზრახული. ყველაზე დიდი მოთხოვნა კარლოს კამენიზე, მარტინ დემიკელისზე, ნაჩო მონრეალზე, ჟერემი ტულალანზე, ისკოსა და ხოაკინზეა.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული