მაღალი კლასის ახალწვეულების გადაბირებაზე კი არა, კლუბს ფეხბურთელების რამდენიმემილიონიანი სახელფასო დავალიანება გააჩნია.
საბედნიეროდ, კლუბმა დავალიანების ნაწილ-ნაწილ გასტუმრება დაიწყო. ეს კი მას მერე გახდა შესაძლებელი, რაც ხოსე რონდონსა და სანტი კასორლაში, შესაბამისად, ყაზანის "რუბინმა" და ლონდონის "არსენალმა" 9 და 19 მილიონი ევრო გადაიხადეს.
"მალაგადან" ფეხბურთელების ყიდვა სხვებსაც აქვთ განზრახული. ყველაზე დიდი მოთხოვნა კარლოს კამენიზე, მარტინ დემიკელისზე, ნაჩო მონრეალზე, ჟერემი ტულალანზე, ისკოსა და ხოაკინზეა.
ყოველდღიური სპორტული