დევიდ ბექჰემი "მალაგას" ყიდულობს?

AutoSharing Option
ამერიკული "ლოს ანჯელეს თაიმსის" ინფორმაციით, ინგლისის ნაკრების ყოფილი ლიდერი დევიდ ბექჰემი ესპანური კლუბის "მალაგას" შეძენას აპირებს.

ჩვენი ამერიკელი კოლეგების ცნობით, 37 წლის ინგლისელი ანდალუსიური კლუბის 75-პროცენტიან წილს აშშ-ის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელთან, ალექსი ლალასთან ერთად უმიზნებს.

თუ "მალაგა" მართლაც გადავა დევიდის მფლობელობაში, ბექჰემი, რომელსაც ინგლისის ნაკრებში 115 მატჩი აქვს ჩატარებული, შეიხ აბდულა ბინ ნასერ ალ ტანის შეცვლის, რომელიც ესპანურ კლუბს 2010 წლიდან პატრონობს.

ყატარელმა "მალაგა" თავის დროზე 25 მილიონ ევროდ შეიძინა და მას მერე კლუბს ბევრი ფული დაახარჯა. ახლა კი, როგორც
ირკვევა, ამ ჰობისადმი ინტერესი დაკარგა და ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, "მალაგას" გაყიდვა უნდა.

მას მერე, რაც ანდალუსიელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეაღწიეს, ამბობდნენ, შეიხს "მალაგასკენ" გული მიუბრუნდაო, მაგრამ ფაქტია, რომ ესპანურ კლუბს, რომელმაც წინა სეზონში მეოთხე ადგილი დაიკავა, ჯერ კიდევ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული