ახლა მესი 5 გოლით უსწრებს კრიშტიანო რონალდოს "პიჩიჩისთვის" ბრძოლაში, ხოლო "ბარსასა" და "რეალს" შორის 8-ქულიანი სტატუს-ქვო შენარჩუნებულია.
მსაჯის და მეკარის წყალობით
"მალაგას" მოუგებელი სერია ლა ლიგაში 4 მატჩამდე გაგრძელდა, მას მერე, რაც "რეინო დე ნავარაზე" ანდალუსიურმა კლუბმა ვერაფერი მოუხერხა აუტსაიდერ "ოსასუნას".
ის კი
სხვათა შორის, "ოსასუნა" უკვე მე-2 წუთზე დაწინაურდებოდა, ესტრადა ფერნანდესის თანაშემწეს თამაშგარე მდგომარეობა რომ არ მოეგონებინა - კიკე სოლას მსაჯებმა ნაღდი გოლი არ ჩაუთვალეს.
ბოლო ხუთწუთეულში კაბალიერომ იმავე კიკე სოლას და ალვარო სეხუდოს საგოლე დარტყმები აუღო.
სხვათა შორის, გოლი "მალაგასაც" არ ჩაუთვალეს, მაგრამ ამჯერად მართებულადაც - ელიზეუს ჩაწოდებისას ხოაკინი თამაშგარე მდგომარეობაში იყო.
აქაც მსაჯი
"ვალენსიასა" და "ესპანიოლის" მატჩის მეორე ტაიმს არ შეეხედებოდა - უხეშობა ორივე მხრიდან, 7 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - ასეთია ამ 45-წუთეულის "მონაგარი", თუ არ ჩავთვლით რობერტო სოლდადოს გადამწყვეტ გოლს პენალტის ნიშნულიდან, რომელმაც "ღამურებს" მოაგებინა.
მაგრამ პენალტი ძალზე საეჭვო იყო - მექსიკელ ექტორ მორენოს ხელზე კი არა, უფრო მკერდზე მოხვდა ბურთი.
მსაჯთან კამათისთვის კი მორენო და სერხიო გარსია გააძევეს, "ესპანიოლმა" მატჩი 9 კაცით დაასრულა - 2:1. პირველი ტაიმი უფრო წააგავდა ფეხბურთს. ჟონასის პასით ვიერამ გახსნა ანგარიში, ხოლო ვერდიუს პასით ლონგომ გაათანაბრა.
გამარჯვების მიუხედავად, "მესტალიამ" თავის გუნდს უსტვინა.
მცირე სისხლით
"ბარსელონას" ფეხბურთელებმა სულ სამჯერ დაარტყეს მეკარე რობერტოს კარში ზუსტად და სამი გოლი გაიტანეს. აქედან ორი ლიონელ მესის ანგარიშზე მოდის, რომელსაც 2012 წელს უკვე 78 გოლი აქვს გატანილი. ალექს სონგსაც საგოლე პასი არგენტინელმა გაუკეთა.
"სარაგოსას" 3:1 დამარცხებით ტიტო ვილანოვას გუნდი აგრძელებს ერთპიროვნულ ლიდერობას. "ბარსას" დაცვის ცენტრში პიკე-პუიოლის წყვილი დაუბრუნდა, თუმცა ორივე შორსაა საუკეთესო ფორმისგან.
გოლთაცვენა და იმედგაცრუებული რონალდო
ქარიმ ბენზემამ ბენეფისი მოიწყო, ხოლო "სამეფო კლუბმა" ქვა-ქვაზე არ დატოვა ბასკური კლუბისგან - 5:1.
ერთადერთი, ვინც უკმაყოფილო დარჩებოდა მასპინძელთა შორის, კრიშტიანო რონალდოა - მიუხედავად ხუთი გოლისა, პორტუგალიელის ანგარიშზე ერთიც არაა, არადა, 11-ჯერ (!) დაემუქრა ის გორკა ირაისოსის კარს.
ბენზემამ დუბლი შეასრულა, თუმცა შემდეგ ოფიციალურად "რეალის" პირველი გოლი აურტენეჩეს ავტოგოლად ჩათვალეს; სერხიო რამოსმა თავით გაიტანა, თავი გამოიჩინეს მადრიდელთა გერმანელებმაც.
მოკლედ, "ბილბაოს" კარში ყველამ გაიტანა, ვისაც არ დაეზარა... რონალდოს გარდა.
არ შეიძლება არ აღინიშნოს ლუკა მოდრიჩის კარგი თამაში, ალბათ საუკეთესოც კი ხორვატის მადრიდულ კარიერაში.
ნახევარმცველი კარში
"დეპორტივოს" ძალზე უიღბლო დღე ჰქონდა - "ლევანტესთან" მატჩის პირველ 15 წუთში ლაკორუნიელთა ორივე ცენტრალური მცველი (მარჩენა და ზე კაშტრო) გამოსაცვლელი შეიქნა, მეორე ტაიმში კი გუნდს, როცა შეცვლების ლიმიტი ამოწურული იყო, მეკარე არანსუბია გაუძევეს.
კარში ჩადგომა ნახევარმცველ ალეხანდრო ბერგანტინიოსს მოუწია. იმ დროისთვის "დეპორი" უკვე აგებდა შეცვლაზე შემოსული ცენტრალური მცველების შეცდომის გამო (გოლი ობაფემი მარტინსმა გაიტანა), ხოლო მასპინძელთა ფორვარდმა რიკიმ მოასწრო პენალტის გაცუდება.
ბერგანტინიოსმა მეკარედ ვერ ივარგა, კარში ჩადგომიდან 12 წუთში მან ბარკეროს შორეული დარტყმა გაუშვა - 0:2. გალისიური კლუბი გასავარდნ ზონაში დარჩა.
ატლეტიკო კვალს არ კარგავს
სხვა მატჩებში "მალიორკამ" 6-მატჩიანი წაგებათა სერია ვიგოში "სელტასთან" ფრით შეწყვიტა. ებრაელმა ტომერ ჰემედმა დააწინაურა სტუმრები, თუმცა კორეელმა პარკ ჩუ-იუნმა გაათანაბრა.
მადრიდში "ხეტაფემ" რთული თამაში შემოატრიალა. "ვალიადოლიდი" ოსკარის გოლით იგებდა, მაგრამ შანსები ვერ გამოიყენა და დაისაჯა. ალექსისმა და შეცვლაზე შესულმა ლაფიტამ მასპინძლებს მოაგებინეს.
ათკაციანმა "ატლეტიკომ" არდა თურანის გოლის წყალობით აჯობა "გრანადას" და ლიდერთან 3-ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა.
ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტური
ოსასუნა-მალაგა 0:0
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - დამია, არიბასი, ფლანიო, ნანო - ლო, ტიმორი (75. ოიერი) - სეხუდო, სისი, ლამა (69. რ. ტორესი) - კიკე სოლა (86. ომვუ).
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, ელიზეუ - ტულალანი, ნაჩო კამაჩო - ხოაკინი, ისკო (81. დუდა), პორტილიო - სავიოლა (70. სანტა კრუსი).
გაფრთხილება: დამია, ომვუ, ლო, არიბასი - ტულალანი
კუთხური: 12-4; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 5-10; კარში დარტყმა: 18-14 (8-3); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 17 900
ვალენსია-ესპანიოლი 2:1
გოლები: 1:0 ვიერა (16), 1:1 ლონგო (31), 2:1 სოლდადო (89-პენ)
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი, რამი, რუისი, გუარდადო - ალბელდა (66. ბანეგა), ტინო კოსტა - ფეგული, ჟონასი (79. ვალდესი), ვიერა (67. ბერნატი) - სოლდადო.
ესპანიოლი (4-2-3-1): კ. ალვარესი - ვ. სანჩესი, რ. როდრიგესი, მორენო, ვ. ალვარესი - ფორლინი, კ. გომესი (70. ტეხერა) - ს. გარსია, ვერდიუ, ვაკასო - ლონგო (80. ალფონსო).
გაფრთხილება: ალბელდა, ჟონასი, სოლდადო, რუისი, კოსტა, გუარდადო, ბარაგანი - ალვარესი, როდრიგესი, ფორლინი, ვაკასო
გაძევება: მორენო (88), ს. გარსია (88)
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 30-17; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 10-11 (6-5); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 45 900
ბარსელონა-სარაგოსა 3:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 მესი (15), 1:1 მონტანიესი (23), 2:1 სონგი (28), 3:1 მესი (60)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - მონტოია, პიკე, პუიოლი (74. ბარტრა), ალბა - ჩავი, სონგი, ინიესტა - პედრო (77. ფაბრეგასი), მესი, ვილია (60. ტელიო).
სარაგოსა (4-4-2): რობერტო - გონი, პინტერი, ალვარო, პარედესი - სუკულინი (57. ვილჩესი), მოვილია, აპონიო, მონტანიესი - არანდა (80. ბაბოვიჩი), ვ. როდრიგესი (72. პოშტიგა).
გაფრთხილება: სუკულინი
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 6-15; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 8-13 (3-2); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 78 500
რეალი-ბილბაო 5:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 აურტენეჩე (12 ს.კ.), 2:0 სერხიო რამოსი (30), 3:0 ბენზემა (32), 3:1 ი. გომესი (42), 4:1 იოზილი (56), 5:1 ხედირა (72)
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, ფ. კოენტრაო - ჩაბი ალონსო, მოდრიჩი - კალეხონი (69. დი მარია), იოზილი (61. ხედირა), რონადლო - ბენზემა (73. მორატა).
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ეკიზა, აურტენეჩე - იტურასპე, გურპეგი (79. კასტილიო) - სუსაეტა, მუნიაინი (ფ. ლორენტე), ი. გომესი - ადურისი (66. ტოკერო).
გაფრთხილება: რამოსი - ადურისი, იტურასპე, გურპეგი, სუსაეტა
კუთხური: 11-4; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 29-11 (18-1); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 70 100
დეპორტივო-ლევანტე 0:2
გოლები: 0:1 მარტინსი (40), 0:2 ბარკერო (82)
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - ლაურე, მარჩენა (7. აიტამი), ზე კაშტრო (13. აგილარი), აიოსე - ბერგანტინიოსი, ხ. დომინგესი (61. ბოდიპო) - გამა, ვალერონი, კამუნიასი - რიკი.
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - პ. ლოპესი, ბალესტეროსი, დ. ნავარო, ხუანფრანი - იბორა, ბარკერო - ელ-ჟარი (76. პალიარდო), მიჩელი (56. ლელი), ხუანლუ - მარტინსი (81. ანხელი).
გაფრთხილება: არანსუბია, მარჩენა, რიკი, კამუნიასი, აიტამი, აგილარი - ლოპესი, ბარკერო, ელ ჟარი
გაძევება: ლოპესი (54), არანსუბია (70)
შენიშვნა: რიკიმ (55) ვერ გაიტანა პენალტი
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 24-12 (4-3); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 29 800
სელტა-მალიორკა 1:1
გოლები: 0:1 ჰემედი (22), 1:1 პარკი (56)
სელტა (4-2-3-1): ვარასი - მალიო, ვილა, ტუნიესი, ბელვისი - ოუბინია, ა. ლოპესი - ა. ფერნანდესი (63. დე ლუკასი), პარკი, კრონ-დელი (84. ტომასი) - ასპასი (72. ბერმეხო).
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - ჩ. ნავარო, ჟერომელი, ა. კონსეისაო, ბიგასი - პინა, ფონტასი (71. მარტი) - ნსუე, ვიქტორი, მ. პერეირა (71. არისმენდი) - ჰემედი (85. კევინი).
გაფრთხილება: ასპასი - ბიგასი, ჟერომელი, ფონტასი
კუთხური: 4-12; ჯარიმა: 8-18; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 15-15 (2-7); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 19 800
ხეტაფე-ვალიადოლიდი 2:1
გოლები: 0:1 ოსკარი (44), 1:1 ალექსისი (73), 2:1 ლაფიტა (77)
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, ლოპო, ალექსისი, მანე - ხ. ტორესი, მიჩელი (57. ბარადა) - პედრო ლეონი, დ. კასტრო (57. ალვარო), გავილანი (66. ლაფიტა) - ალკასერი.
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დ. ერნანდესი - რუკავინა, რუედა, პენია, ბალენსიაგა - რუბიო (75. სასტრე), ვ. პერესი - ებერტი, ოსკარი, ომარი (80. ბუენო) - მანუჩო (68. გერა).
გაფრთხილება: გავილანი, ლოპო
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 19-13 (8-3); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 7 500
გრანადა-ატლეტიკო 0:1
გოლი: 0:1 არდა თურანი (61)
გრანადა (4-2-3-1): ტონიო - ნიომი, დიახატე, ბ. გომესი, სიკეირა - ირინეი (75. ორტისი), მ. რიკო - ტორჟე (71. ორელიანა), ბრაიმი (71. იგჰალო), დ. ბენიტესი - ელ-არაბი.
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - მ. სუარესი, გაბი - არდა თურანი (72. ტიაგო), რ. გარსია (58. კოკე), ადრიან ლოპესი (46. დ. კოშტა) - ფალკაო.
გაფრთხილება: ირინეი, დიახატე - სუარესი, გოდინი, კოშტა, ფილიპე
გაძევება: მ. სუარესი (71)
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 13-12 (2-6); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 19 500
სევილია-ბეტისი 5:1
გოლები: 1:0 რეიესი (1), 2:0 ფასიო (5), 3:0 რეიესი (32), 4:0 ფასიო (42), 4:1 რ. კასტრო (66), 5:1 რაკიტიჩი (90)
სევილია (4-2-3-1): პალოპი - სისინიო, ფასიო, სპაჰიჩი, ფ. ნავარო - მედელი, მადურო (77. ერვასი) - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი, რეიესი (63. პეროტი) - ნეგრედო (83. ბ. დიავარა).
ბეტისი (4-3-3): ადრიანი - ნელსონი, პაულაუ, მარიო (47. ამაია), ა. მარტინესი - ბენიატი, კანიასი (27. ხ. პერეირა), რ. პერესი - პოსუელო, რ. კასტრო, ხუან კარლოსი (71. სევილია).
გაფრთხილება: სპაჰიჩი, პალოპი, მედელი - პაულაუ, პოსუელო, პერესი
გაძევება: რ. პერესი (62)
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 21-19; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 19-4 (15-4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 22 000
სოსიედადი-ვალეკანო 18 ნოემბერი 00:30
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | ბარსელონა | 12 | 11 | 1 | 0 | 39-15 | 34 |
2 | ატლეტიკო | 12 | 10 | 1 | 1 | 25-11 | 31 |
3 | რეალი | 12 | 8 | 2 | 2 | 32-9 | 26 |
4 | ლევანტე | 12 | 6 | 2 | 4 | 15-16 | 20 |
5 | მალაგა | 12 | 5 | 4 | 4 | 15-9 | 19 |
6 | ბეტისი | 12 | 6 | 1 | 5 | 19-21 | 19 |
7 | სევილია | 12 | 5 | 3 | 4 | 18-15 | 18 |
8 | ვალენსია | 12 | 5 | 3 | 4 | 16-14 | 18 |
9 | ხეტაფე | 12 | 5 | 1 | 6 | 14-19 | 16 |
10 | ვალეკანო | 11 | 5 | 1 | 6 | 16-25 | 16 |
11 | ვალიადოლიდი | 12 | 4 | 3 | 5 | 17-14 | 15 |
12 | სარაგოსა | 12 | 5 | 0 | 7 | 15-21 | 15 |
13 | ბილბაო | 12 | 4 | 2 | 6 | 17-26 | 14 |
14 | სოსიედადი | 11 | 4 | 1 | 6 | 12-16 | 13 |
15 | მალიორკა | 12 | 3 | 3 | 6 | 13-20 | 12 |
16 | სელტა | 12 | 3 | 2 | 7 | 14-18 | 11 |
17 | გრანადა | 12 | 3 | 2 | 7 | 11-19 | 11 |
18 | დეპორტივო | 12 | 2 | 4 | 6 | 18-27 | 10 |
19 | ოსასუნა | 12 | 2 | 3 | 7 | 11-15 | 9 |
20 | ესპანიოლი | 12 | 2 | 3 | 7 | 13-20 | 9 |
მომდევნო ტური
23 ნოემბერი
რეალ სოსიედადი-ოსასუნა.
24 ნოემბერი
რაიო ვალეკანო-მალიორკა, ვალიადოლიდი-გრანადა, მალაგა-ვალენსია, ბეტისი-რეალი.
25 ნოემბერი
ესპანიოლი-ხეტაფე, ბილბაო-დეპორტივო, ატლეტიკო-სევილია, ლევანტე-ბარსელონა.
26 ნოემბერი
სარაგოსა-სელტა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"