3 დეკემბერს მან "ღამურებთან" 6-თვიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
შეგახსენებთ, რომ "ღამურებმა" მწვრთნელი მე-14 ტურის მერე დაკარგეს, როცა არგენტინელი მაურისიო პელეგრინოს გუნდმა "მესტალიაზე" უღვთოდ წააგო "რეალ სოსიედადთან" - 2:5.
14 მატჩის შემდეგ გუნდს, რომელიც ბოლო დროს პრიმერადივიზიონში მესამე ადგილი დაბევებული ჰქონდა, მხოლოდ 18 ქულა აქვს.
ვალვერდე ესტრემადურელია. ფეხბურთელობისას ის ფორვარდი იყო და ყველაზე მეტად ბილბაოს "ატლეტიკში" თამაშით დაგვამახსოვრა თავი. თუმცა მანამდე "ალავესში", "სესტაოში", "ესპანიოლსა" და
"ბილბაოს" მაისურით მან 170 მატჩში 44 გოლი გაიტანა. შემდეგ იყო "მალიორკა" და ვალვერდემ კარიერა დაასრულა (1 მატჩი ესპანეთის ნაკრებში).
მწვრთნელობა ვალვერდემ 2001 წელს "ბილბაოში" ასისტენტად, მერე კი სარეზერვო გუნდის მწვრთნელად დაიწყო.
2003-ში ვალვერდე უკვე მთავარი გუნდის თავკაცია და "ბილბაო" უეფას თასზე გაჰყავს. 2006-ში ვალვერდე "ესპანიოლში" გადავიდა. შემდეგ იყო "ოლიმპიაკოსი" (2008-09 წლები), "ვილიარეალი" (2009-10) და ისევ "ოლიმპიაკოსი" (2010-12).
როგორც ფეხბურთელს, ვალვერდეს თასების მფლობელთა თასი და კოპა დელ რეი აქვს მოგებული, როგორც მწვრთნელს - ბერძნული ლიგა სამჯერ და ბერძნული თასი 2-ჯერ. "ესპანიოლი" კი მან უეფას თასის ფინალში გაიყვანა (2007 წელს).
არა ხალხის რჩეული
არადა, იმ კანდიდატებიდან, ვისი სახელიც დასახელდა, გულშემატკივრებს სულ სხვა სურდათ "ვალენსიას" თავკაცად.
"მარკას" გამოკითხვის მიხედვით, 54%-ს (დაახლოებით, 12 ათას ადამიანს) სურდა, მწვრთნელად ლუის არაგონესი ეხილა, ხოლო 17% გერმანელი ბერნდ შუსტერის კანდიდატურას ემხრობოდა. ვალვერდეს მწვრთნელობას გამოკითხულთა მხოლოდ 12% ითხოვდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"