ესპანეთი. ლა ლიგა. XV ტურის წინ: მთავარი კითხვა: მესი NO თუ მე SI

AutoSharing Option
თუკი რომელიმე კლუბს "ბარსელონას" მარშით სვლის შეჩერება შეუძლია, უთუოდ ერთ-ერთი "ბეტისიცაა".

არ დაგვავიწყდეს, რომ ახლახან სევილიურმა კლუბმა "რეალს" მოუგო. ასე რომ, მე-15 ტური, კვირა საღამოს ლა ლიგაში წონიანი თამაშით მთავრდება, რასაც ვერ ვიტყვით მანამდე გასამართ შეხვედრებზე.

"ბეტისი"-"ბარსელონამდე" ჩემპიონი სტუმრობს "ვალიადოლიდს", ხოლო "ბარსას" მდევარი "ატლეტიკო" წყალწაღებულ "დეპორტივოს" მასპინძლობს.

რაც შეეხება ტურის მთავარ კითხვას, მასზე პასუხი თავად ლეო მესის არ აქვს და აბა ჩვენ რა გიპასუხოთ: "ნამდვილად არ ვიცი, შევძლებ თუ არა კვირას თამაშს", - ამბობს არგენტინელი

ქულები, ქულები და მხოლოდ ქულები
"ლოს ბლანკოსი" 11 ქულით ჩამორჩება "ბარსას", გუნდის მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დიდ წნეხშია, განსაკუთრებით კი ესპანური პრესის ლიდერი "მარკასგან", რომელიც რეალურად "ამინდს ქმნის" "სამეფო კლუბთან" დაკავშირებულ სიტუაციებში.

ეს ყველაფერი ცუდია "რეალისთვის", კარგი კი ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულებულია და მოურინიოსა და კომპანიას მეორე ფრონტზე დროებით ფიქრი არ მოუწევს (ყოველ შემთხვევაში, 20 დეკემბრამდე, როცა ისინი პლეი ოფში მეტოქის ვინაობას შეიტყობენ).

ჟოზე მოურინიოს იმის ფუფუნებაც ჰქონდა, "აიაქსთან" მატჩში რამდენიმე ძირითადი ფეხბურთელი დაესვენებინა, ასე რომ, "ვალიადოლიდთან" სტუმრობისას "რეალის" შემადგენლობა ძირფესვიანად შეიცვლება.

დაცვის ხაზში, სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდებიან სერხიო რამოსი, პეპე და ალვარო არბელოა, კარში ისევ კაპიტანი იკერ კასილიასი ჩადგება (ჰოლანდიელებთან ადანმა ითამაშა).

აი, მარცხენა ფლანგს რაც შეეხება, იქ კითხვები რჩება - "აიაქსთან" შეხვედრაში ფაბიო კოენტრაო დაშავდა, თუ ის ვერ შეძლებს და ალბათ ვერ შეძლებს, "ვალიადოლიდთან" თამაშს, სასტარტოში შეიძლება ნაჩო ვიხილოთ, რადგან ბრაზილიელი მარსელო ჯერაც არ გამოჯანმრთელებულა.

საყრდენად ჩაბი ალონსო ბრუნდება, უფრო შემტევი ფუნქციები კი ლუკა მოდრიჩს დაეკისრება, მარჯვენა ფლანგზე ანხელ დი მარია ალბათ შეცვლის ხოსე კალეხონს. ეს ცვლილენა ცოტა ალოგიკური კი ჩანს: არგენტინელი აშკარად არ არის ფორმაში, ესპანელი გარემარბი კი დაფრინავს. "რეალს" კვლავ ქარიმ ბენზემას იმედზე უწევს ყოფნა შეტევის წვერზე, რადგან გონსალო იგუაინი ჯერაც მკურნალობს.

"რეალ ვალიადოლიდს" ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, მანუჩო და მარკ ვალიენტე გამოუჯანმრთელდა. "სევილიასთან" დაშავდა მცველი ხესუს რუედა და ის 100%-ით ვერ ითამაშებს "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ.

სავარაუდო შემადგენლობები
ვალიადოლიდი: ერნანდესი - რუკავინა, სერანო, ვალიენტე, ბალენსიაგა - პერესი, ალვარო - ებერტი, ოსკარი, ომარი - მანუჩო.
რეალი: კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, პეპე, ნაჩო - ჩაბი ალონსო, ხედირა - დი მარია, მოდრიჩი, რონალდო - ბენზემა.

* ბოლო მატჩი ამ გუნდებს შორის ვალიადოლიდში სტუმართა გამარჯვებით დასრულდა - 4:1. ერთი გოლი კრიშტიანო რონალდომ გაიტანა, ხოლო იგუაინმა ჰეთთრიკი შეასრულა.
* ელიტაში დაბრუნებული "ვალიადოლიდი" იმაზე უკეთესად თამაშობს, ვიდრე ექსპერტებს ეგონათ - 21 ქულით გუნდი მე-7 ადგილზეა და სულ რაღაც 4 ქულა აშორებს ჩემპიონთა ლიგის ზონას.
* "პუსელას" ბომბარდირი ნახევარმცველი ოსკარ გონსალესია, 30 წლის ფეხბურთელს 14 ტურში 7 გოლი აქვს გატანილი.
* მიროსლავ ჯუკიჩმა ეს გუნდი ლა ლიგაში პლეი ოფის დახმარებით ამოიყვანა, სეგუნდა დივიზიონში "ვალიადოლიდმა" მე-3 ადგილი დაიკავა.

ვისი უნდა ეშინოდეს ბარსას
იმაზე უკვე ვწერდით, რომ, საბედნიეროდ, ლეო მესის ტრავმა, რომელიც მან ჩემპიონთა ლიგის მატჩში, ლისაბონის "ბენფიკას" წინააღმდეგ მიიღო, არც ისე სერიოზული გამოდგა, როგორც თავიდან ჩანდა.

თუმცა კვირისთვის არგენტინელი მზად იქნება სათამაშოდ თუ არა, ჯერ უცნობია. ეს არ იცის თავად 25 წლის ვარსკვლავმა და არც "ბარსას" ექიმებმა იციან. საბოლოო დასკვნას ისინი შაბათს იტყვიან.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს მესის ანგარიშზე 84 გოლია, ერთით ნაკლები, ვიდრე გერდ მიულერის 1972 წლის რეკორდი - 85 გოლი.

"ბარსას" დღევანდელმა მეტოქემ ორი ტურის წინ დიდი სირცხვილი ჭამა - სევილიურ დერბიში 1:5 წააგო, თუმცა ამის მერე "ბეტისმა" "რეალს" მოუგო, შემდეგ კი "დეპორტივო" სტუმრად დაამარცხა, მე-4 ადგილზე აღEმოჩნდა და მომავალს იმედით ელის.

ვისი გამორჩევა შეიძლება დღევანდელ "ბეტისში"? უპირველესად ეს ფორვარდი რუბენ კასტროა, რომელმაც ლა ლიგაში უკვე 8 გოლი გაიტანა.

დიდი წვლილი მიუძღვნის "ბეტისის" წარმატებაში ბასკ პლეიმეიქერ, ბენიატ ეჩებარიას, "რეალის" კარში ერთადერთი გოლის ავტორს. გასულ თვეში ბენიატს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა დებიუტი.

სხვა მატჩები
ტური 7 დეკემბერს ბარსელონაში დაიწყო - ერთ დროს სახელიანი "ესპანიოლისა" და "სევილიას" მატჩით (2:2), ორივე გუნდი ახლა ცხრილის ქვედა ნახევარშია.

სამაგიეროდ, "რეალ სოსიედადი" და "ხეტაფე" კარგად ასპარეზობენ ამ სეზონში, ასე რომ, მათი მატჩი "ანოეტაზე" ურიგო არ უნდა გამოდგეს.

"მენიუში" გვაქვს ერთი ანდალუსიური დერბიც - "მალაგა" "გრანადას" მასპინძლობს. ერნესტო ვალვერდეს დებიუტს "ვალენსიას" თავკაცის პოსტზე პამპლონაში ვიხილავთ, "ლევანტე" "მალიორკას" მიიღებს, რომელმაც ბოლოს მოახერხა და 27 შესაძლებელიდან 2 ქულა აიღო მხოლოდ.

ტური 10 დეკემბერს მადრიდში დასრულდება - "ელვები" "სარაგოსას" უმასპინძლებენ.

ესპანეთი. ლა ლიგა. XV ტური
7 დეკემბერი
ესპანიოლი-სევილია 2:2

8 დეკემბერი

სოსიედადი-ხეტაფე 19:00
დისკვალიფიკაცია: ველა - კასტრო
ტრავმა: კადამურო, ზურუტუზა (?), ელუსტონდო, იფრანი (?), ბერგარა - ლოპესი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +2=4-4, (8-10)

მალაგა-გრანადა 21:00
ტრავმა: ბაპტიშტა, ტულალანი, მონრეალი - ფ. რიკო, იებდა
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +1=0-1, (5-2)

ვალიადოლიდი-რეალი 23:00
ტრავმა: რუედა - ფ. კოენტრაო (?), მარსელო, ალბიოლი, იგუაინი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +4=9-17, (29-65)

ოსასუნა-ვალენსია 01:00
დისკვალიფიკაცია: ჟონასი (ვალ)
ტრავმა: მასუდი, სოლა (?), სისი - მატიო, კანალესი, პერეირა (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +5=8-13, (17-34)

9 დეკემბერი
ლევანტე-მალიორკა 15:00
დისკვალიფიკაცია: დიოპი, ხუანლუ (ლევ)
ტრავმა: დუდკა, როდასი (?), რიოსი - ჟ. ვიქტორი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +2=3-7, (10-17)

ბილბაო-სელტა 20:00
დისკვალიფიკაცია: იტურასპე - კაბრალი
ტრავმა: ირაოლა, გალარეტა, პერესი, გურპეგი - ლოპესი, ლიორკა
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +10=10-6, (35-32)

ატლეტიკო-დეპორტივო 22:00
დისკვალიფიკაცია: მირანდა - აიტამი
ტრავმა: ფილიპე ლუიში (?), როდრიგესი - კასტრო, საული, ოლივეირა, მარჩენა, პიცი
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +14=8-11, (45-39)

ბეტისი-ბარსელონა 00:00
ტრავმა: მარტინესი, ხუან კარლოსი (?) - აბიდალი, მესი (?), კვენკა, მუნიესა
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +8=8-18, (44-82)

10 დეკემბერი
ვალეკანო-სარაგოსა 00:00
დისკვალიფიკაცია: ლოოვენსი (სარ)
ტრავმა: როდრი, კარლოსი - არანდა, ობრადოვიჩი, ლანძარო
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +3=6-7, (22-32)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge
ბომბარდირები:
21 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 13 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 8 - არიც ადურისი (ბილბაო), რუბენ კასტრო (ბეტისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული