ესპანეთი. ლა ლიგა. XV ტური: ვეფხვები ღამით ნადირობენ [VIDEO]

AutoSharing Option
მორჩა - გერდ მიულერის საოცარი რეკორდი დაემხო! 1972 წელს გერმანელმა ფეხბურთელმა ოფიციალურ მატჩებში 85 გოლი გაიტანა. ლიონელ მესიმ 9 დეკემბერს "ბეტისთან" შეხვედრაში ეს მიღწევა ჯერ გაიმეორა, მერე კი დაამხო. არგენტინელს "თადარიგში" ორი ტურიც დარჩა.

"ელ ტიგრე", ანუ ვეფხვი კოლუმბიელი რადამელ ფალკაოს მეტსახელია - 9 დეკემბერს აშკარად მისი ნადირობის ღამე იყო - საბრალო "დეპორტივოს" ფალკაომ ხუთი გოლი გაუტანა!

"პორტუგალიელი ზღვაოსნის სული მაქვს. ამიტომაც მიყვარს ახალი გამოწვევები. ერთადერთი პირობაა - 100 პროცენტით მოტივირებული უნდა ვიყო", - განუცხადა ესპანურ პრესას ჟოზე მოურინიომ და
"რეალიდან" მისი წასვლის ჭორს საფუძველიც გაუმაგრა.

პენალტებით და თავურებით
ხავიერ აგირე ძალიან ახლოს იყო სადებიუტო მოგებასთან "ესპანიოლში", მაგრამ ბოლო წუთზე 10-კაციანმა "სევილიამ" მაინც შეძლო გათანაბრება - 2:2.

გადამწყვეტი გოლი შეცვლაზე შესულმა ალვარო ნეგრედომ თავით გაიტანა, რომელმაც წინა სამი ტური ტრავმის გამო გამოტოვა.

არადა, კატალონიური გუნდი ორჯერ იყო წინ, ჯერ ვერდიუს პენალტით (პანენკას სტილში), რომელიც რაკიტიჩმა პენალტითვე გაქვითა.

მეორედ "ესპანიოლი" პორტუგალიელმა სიმაომ დააწინაურა თავურით. პირველი ტაიმის მიწურულს ხოსე ანტონიო რეიესმა 7 წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო.

სანახავი მხოლოდ ბოლო ხუთი წუთი იყო
"ანოეტაზე" მატჩი 0:0 სრულდებოდა, როცა ბოლო 5 წუთში "იფეთქა" ფეხბურთმა - ჯერ სტუმარმა ანხელ ლაფიტამ დააწინაურა მადრიდელები, ბოლოს კი "რეალ სოსიედადის" მარჯვენა მცველმა კარლოს მარტინესმა თავურით ქულა იხსნა ბასკური კლუბისთვის.

კარგი დერბი შეუფერებელი ანგარიშით
სამი მიზეზია, რის გამოც ანდალუსიური დერბი დიდი ანგარიშით დასრულდა და ვისაც ეს შეხვედრა არ უნახავს, შეიძლება იფიქროს, რომ "მალაგამ" ძალიან იოლად დაამარცხა "გრანადა", რაც სიმართლეს არ შეეფერება.

პირველი: არგენტინელი ვილი კაბალიეროს თამაშია, "მალაგას" მეკარე უშეცდომო იყო; მეორე: სტუმრებმა მომენტები უხვად კი შექმნეს, მაგრამ დასკვნით ფაზაში ცდებოდნენ; მესამე: "გრანადას" მცველების უხეში შეცდომებია, რასაც "მალაგას" გოლები მოჰყვა.

ჩემპიონთა ლიგაში წარმატებით მოთამაშე კლუბიდან თავი სავიოლამ, ხოაკინმა, კამაჩომ და სანტა კრუსმა გამოიჩინეს.

რეალმა ბეწვის ხიდზე გაიარა
მადრიდის "რეალი" ორჯერ აგებდა, ორივეჯერ ანგოლელი მანუჩოს გოლების გამო, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადაარჩინა სამი ქულა.

ჟოზე მოურინიოს გუნდს ვერ წაუვიდა ისეთი თამაში, როგორსაც ჩვეულნი ვართ. პორტუგალიელს მატჩის განმავლობაში ტაქტიკური გადაადგილებები დასჭირდა შედეგის მისაღწევად, ბოლოს კი "სამეფო კლუბი" დროის გაყვანაზეც კი არ ამბობდა უარს. შედეგად, ხუთგოლიანი თრილერი "რეალმა" მოიგო - 3:2.

მანუჩომ მალევე გახსნა ანგარიში, როცა სტუმართა საჯარიმოში არეულობით ისარგებლა, თუმცა "ვალიადოლიდის" დაცვა შეცდა და კალეხონმა ბენზემას გაატანინა. მანუჩომ თავურით ხელახლა დააწინაურა მიროსლავ ჯუკიჩის გუნდი, რასაც ტაიმის ბოლოს მესუთ იოზილმა უპასუხა.

მეორე ტაიმში იმავე იოზილმა გამარჯვების გოლი ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა და ისე შევარდა დანი ერნანდესის კარში.

ვალვერდეს სადებიუტო მოგება
რობერტო სოლდადოს მე-8 გოლმა სეზონში ერნესტო ვალვერდეს ლა ლიგის სადებიუტო მატჩშივე მოუტანა წარმატება "ვალენსიას" მწვრთნელის პოსტზე.

"ღამურებმა" "ოსასუნას" მისსავე სტადიონზე მოუგეს. არადა, ბოლო 4 ტური ნავარელებს არათუ წაგებული, გოლი არ ჰქონდათ გაშვებული ჩემპიონატში.

ვალვერდემ რამდენიმე ექსპერიმენტს მიმართა - მაგალითად, მექსიკელი შემტევი ნახევარმცველი გუარდადო დაცვის მარცხენა ფლანგზე გაამწესა.

სოლდადოს გოლი კი დიდწილად პაბლო პიატის დამსახურებაა. მას სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაჰქონდა, მახვილი კუთხიდან მოჭრილი დარტყმით, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა და კარში მხოლოდ "ვალენსიას" ბომბარდირის დარტყმის მერე აღმოჩნდა.

მალიორკა ნაწილებად იშლება
ტაიმის მიწურულს "მალიორკას" კარი ობაფემი მარტინსმა მას მერე აიღო, რაც მცველზე უკეთ გაერკვა სიტუაციაში ბურთის შორეული დაკიდებისას.

მატჩის ბედი მეორე ტაიმის დასაწყისშივე გადაწყდა, როცა მცველმა დავიდ ნავარომ თავურით ორი ბურთის სხვაობით დააწინაურა ვალენსიური კლუბი. შემდეგ "ლევანტეს" ახალგაზრდებმა, რუბენ გარსიამ და ვისენტე იბორამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს - 4:0.

"მალიორკამ" ბოლოს 30 შესაძლებლიდან მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა.

ესპანეთი. ლა ლიგა. XV ტური
ესპანიოლი-სევილია 2:2
გოლები: 1:0 ვერდიუ (13-პენ), 1:1 რაკიტიჩი (24-პენ), 2:1 სიმაო (61), 2:2 ნეგრედო (91)
ესპანიოლი (4-2-3-1): კ. ალვარესი - ხ. ლოპესი, კოლოტო, მორენო, ვ. ალვარესი - ც. სანჩესი, ფორლინი - ვაკასო (82. რ. როდრიგესი), ვერდიუ, რუი ფონტე (58. სიმაო) - სტუანი (67. ლონგო).
სევილია (4-2-3-1): დ. ლოპესი - კოკე, ფასიო, სპაჰიჩი (80. დელ მორალი), ფ. ნავარო - რაკიტიჩი, კონდობია - ხესუს ნავასი, პეროტი (70. რობელიო), რეიესი - ბ. დიავარა (64. ნეგრედო).
გაფრთხილება: სტუანი, კოლოტო, სანჩესი, ვაკასო, მორენო - რეიესი, პეროტი, ნავარო, ნეგრედო
გაძევება: რეიესი (38)
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 23-22; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 11-6 (3-4); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 23 500

სოსიედადი-ხეტაფე 1:1
გოლები: 0:1 ლაფიტა (86), 1:1 კ. მარტინესი (91)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - პარდო, ილარამენდი - გ. კასტრო (70. აგირეჩე), ჩაბი პრიეტო (67. ზურუტუზა), გრიზმანი (82. ხოსე ანხელი) - იფრანი.
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, ლოპო, ალექსისი, მანე - ხ. ტორესი, მიჩელი - პედრო ლეონი, ბარადა (84. გავილანი), ლაფიტა (89. ხ. როდრიგესი) - ა. ვასკესი (74. ალკასერი).
გაფრთხილება: პარდო, გონსალესი - ლოპო, ბარადა, მანე, ალექსისი, მიჩელი, გავილანი
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 16-19; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 10-15 (3-2); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 25 000

მალაგა-გრანადა 4:0
გოლები: 1:0 ხოაკინი (27), 2:0 სავიოლა (33), 3:0 ნაჩო კამაჩო (75), 4:0 სანტა კრუსი (86)
მალაგა (4-1-4-1): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, მონრეალი (46. იტურა) - ნაჩო კამაჩო - ხოაკინი, ისკო (72. ბუონანოტე), პორტილიო, ელიზეუ - სავიოლა (61. სანტა კრუსი).
გრანადა (4-2-3-1): ტონიო - ორტისი, დიახატე, მაინსი, სიკეირა - ირინეი, მ. რიკო - ტორჟე, ბრაიმი (65. ელ-არაბი), ბენიტესი (46. რომერო) - იგჰალო (80. ორელიანა).
გაფრთხილება: ისკო, გამესი, მონრეალი
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 17-8; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 20-22 (9-8); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 24 500

ვალიადოლიდი-რეალი 2:3
გოლები: 1:0 მანუჩო (6), 1:1 ბენზემა (12), 2:1 მანუჩო (21), 2:2 იოზილი (44), 2:3 იოზილი (71)
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დ. ერნანდესი - რუკავინა, სერენო, ვალიენტე, ბალენსიაგა - ვ. პერესი, რუბიო - ებერტი (29. ბუენო), ოსკარი, ომარი - მანუჩო (77. გერა).
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა (61. მოდრიჩი), პეპე, სერხიო რამოსი, ნაჩო (46. დი მარია) - ხედირა, ჩაბი ალონსო - კალეხონი, იოზილი, რონალდო - ბენზემა (73. ვარანი).
გაფრთხილება: მანუჩო, ომარი, ოსკარი - რონალდო, იოზილი, დი მარია
კუთხური: 6-11; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 10-20 (4-13); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 26 000

ოსასუნა-ვალენსია 0:1
გოლი: 0:1 სოლდადო (55)
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ეჩაიდე ზ(59. სეხუდო), არიბასი, ფლანიო (46. ლოლო), დამია - პუნიალი, ოიერი - ლამა, ლო, არმენტეროსი - ხ. ლორენტე (67. ომვუ).
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი, რამი, რ. კოშტა, გუარდადო - ალბელდა, ტინო კოსტა - ფეგული, ბანეგა (76. გაგო (84. პარეხო)), პიატი (58. ვიერა) - სოლდადო.
გაფრთხილება: ლოლო, დამია - კოშტა, ალბელდა
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 18-12; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 11-10 (4-3); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 15 000

ლევანტე-მალიორკა 4:0
გოლები: 1:0 მარტინსი (43), 2:0 დ. ნავარო (49), 3:0 რ. გარსია (55), 4:0 იბორა (58)
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ლელი, ბალესტეროსი, დ. ნავარო (78. როდასი), ხუანფრანი - მიჩელი (75. პალიარდო), იბორა - ელ-ჟარი (69. როხერი), ბარკერო, რ. გარსია - მარტინსი.
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - ჩ. ნავარო (46. არისმენდი), ნუნიეში, ჟერომელი, ბიგასი - პინა (60. მარტი), მარკესი - ნსუე, ვიქტორი (61. ალფარო), ჯოვანი დოს სანტოსი - ჰემედი.
გაფრთხილება: ნუნიეში
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 14-15 (9-2); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 19 500

ბილბაო-სელტა 1:0
გოლი: 1:0 ადურისი (33)
ბილბაო (4-3-3): ირაისოსი - რამალიო, ეკიზა, ამორებიეტა, აურტენეჩე - დე მარკოსი, სან ხოსე, ანდერი (89. ლაპორტე) - სუსაეტა (88. ტოკერო), ადურისი, ი. გომესი (75. მუნიაინი).
სელტა (4-2-3-1): ვარასი - მალიო, ვილა, ტუნიესი, ლაგო - ოუბინია, ინსა (60. დე ლუკასი) - ა. ფერნანდესი, ბერმეხო (74. ტონი), კრონ-დელი - ასპასი.
გაფრთხილება: ამორებიეტა, სან ხოსე, დე მარკოსი - ინსა, ფერნანდესი, ოუბინია
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 16-20; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 10-11 (2-1); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 35 000

ატლეტიკო-დეპორტივო 6:0
გოლები: 1:0 დ. კოშტა (23-პენ), 2:0 ფალკაო (28), 3:0 ფალკაო (42), 4:0 ფალკაო (64-პენ), 5:0 ფალკაო (67), 6:0 ფალკაო (71)
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, კატა დიასი, გოდინი, ფილიპე ლუიში (73. მანკილიო) - კოკე, მ. სუარესი, გაბი, არდა თურანი (69. არდა თურანი) - ფალკაო, დ. კოშტა (58. ადრიან ლოპესი).
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - ლაურე, როდერიკი, ინსუა, აიოსე - აგილარი, ბერგანტინიოსი - გამა, ვალერონი (71. ანდრე სანტოსი), კამუნიასი (65. სალომაო) - რიკი (77. ბოდიპო).
გაფრთხილება: კამუნიასი, ბერგანტინიოსი
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 8-10; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 14-9 (9-1); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 30 000

VideoSportall.Ge
ატლეტიკო - დეპორტივო 6:0


ბეტისი-ბარსელონა 1:2
გოლები: 0:1 მესი (15), 0:2 მესი (25), 1:2 რ. კასტრო (39)
ბეტისი (4-2-3-1): ადრიანი - ჩიკა, ამაია, დორადო, ნაჩო - კანიასი, ბენიატი - კემპბელი (46. მოლინა), სევილია (73. პოსუელო), ხუან კარლოსი (29. ვადილიო) - რ. კასტრო.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - ადრიანო, პიკე, პუიოლი (46. მასკერანო), ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი (9. სანჩესი) - პედრო (81. ტ. ალკანტარა), მესი, ინიესტა.
გაფრთხილება: კემპბელი, ვადილიო, ნაჩო - ალბა, პედრო
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 9-13 (3-8); ბურთის ფლობა: 31%-69%.
მაყურებელი: 52 000

VideoSportall.Ge
ბეტისი - ბარსელონა 1:2


10 დეკემბერი
ვალეკანო-სარაგოსა 00:00 სთ

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 ბარსელონა 15 14 1 0 50-17 43
2 ატლეტიკო 15 12 1 2 35-13 37
3 რეალი 15 10 2 3 37-12 32
4 მალაგა 15 7 4 4 23-10 25
5 ბეტისი 15 8 1 6 24-26 25
6 ლევანტე 15 7 3 5 20-21 24
7 ხეტაფე 15 7 2 6 18-20 23
8 ვალიადოლიდი 15 6 3 6 22-18 21
9 სოსიედადი 15 6 3 6 22-19 21
10 ვალენსია 15 6 3 6 19-23 21
11 სევილია 15 5 4 6 21-22 19
12 ვალეკანო 14 6 1 7 18-30 19
13 ბილბაო 15 5 3 7 20-32 18
14 სარაგოსა 14 5 1 8 16-23 16
15 სელტა 15 4 3 8 16-20 15
16 ოსასუნა 15 3 4 8 12-16 13
17 მალიორკა 15 3 4 8 14-27 13
18 გრანადა 15 3 3 9 11-24 12
19 ესპანიოლი 15 2 5 8 15-24 11
20 დეპორტივო 15 2 5 8 21-37 11

ბომბარდირები
23 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 16 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 13 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 9 - არიც ადურისი (ბილბაო), რუბენ კასტრო (ბეტისი); 8 - ალვარო ნეგრედო (სევილია), რობერტო სოლდადო (ვალენსია).

მომდევნო ტური
15 დეკემბერი
ხეტაფე-ოსასუნა, მალიორკა-ბილბაო, გრანადა-რეალ სოსიედადი, სევილია-მალაგა.

16 დეკემბერი
სარაგოსა-ლევანტე, ვალენსია-რაიო ვალეკანო, რეალი-ესპანიოლი, ბარსელონა-ატლეტიკო.

17 დეკემბერი
დეპორტივო-ვალიადოლიდი, სელტა-ბეტისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული