ესპანეთი. ლა ლიგა. XV ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
შესაძლოა, ესპანეთის ჩემპიონატში ისე თვალსასეირო მატჩები არ გამოდის, როგორც ინგლისურ პრემიერლიგაში და ხანდახან გერმანულ ბუნდესლიგაშია, მაგრამ ფაქტია - მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიც და მისი რეალური კონკურენტებიც ამ ლიგაში თამაშობენ, ისევე, როგორც მსოფლიოს საუკეთესო ცენტრფორვარდი, რამდენიც არ უნდა აპროტესტოს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა...

სერხიოს ავტობიოგრაფია
"ვალიადოლიდის" დამარცხებიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ "რეალის" 26 წლის მცველმა სერხიო რამოსმა "სანტიაგო ბერნაბეუს" ვიპ-დარბაზში საკუთარი ავტობიოგრაფიული წიგნის, "გული, შემართება და ვნება" პრეზენტაცია მოაწყო.

წიგნის დაწერაში რამოსს ჟურნალისტი ენრიკე ორტეგო დაეხმარა. პრეზენტაციას თვით ფლორენტინო პერესი დაესწრო. იყვნენ თანაგუნდელებიც, იკერ
კასილიასი, კრიშტიანო რონალდო, პეპე, სამი ხედირა
და სერხიოს ძმაკაცი მესუთ იოზილი.

"თითქოს გუშინ იყო, როცა კლუბში მოვედი. არადა, მაშინ 19 წლის ვიყავი. ფლორენტინო პერესმა მომიყვანა ამ საოცარ სტადიონზე. ჩემი სურვილია, ფეხბურთიდანაც ამ სტადიონიდან წავიდე".

თავის მხრივ, კლუბის პრეზიდენტმა სერხიოს "რეალის" ლეგენდა უწოდა.

4 ნაჩო, ოთხივე... მარცხენა მცველი
ლა ლიგის სტატისტიკას ვინც აკვირდება, ამ ტურში, ცოტა არ იყოს, დაიბნეოდა - 10-დან 4 მატჩში გუნდში თამაშობდა ფეხბურთელი, რომელსაც ესპანური ტრადიციის მიხედვით, სახელით მოიხსენიებენ - "ნაჩო".

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ 4-ივე ნაჩო მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს.

მაშ ასე, გაიცანით ნაჩოები: "ვალიადოლიდის" მარცხენა მცველი ნაჩო იგნასიო ფერნანდესი 22 წლისაა, "სარაგოსას" ნაჩო იგნასიო მარტინესი 23 წლის გახლავთ, ყველაზე ცნობილი, რა თქმა უნდა, "მალაგას" ნაჩო მონრეალ ერასოა, ის 26 წლისაა, დაბოლოს, ნაჩო იგნასიო პერესი 32 წლისაა და ის "ბეტისში" თამაშობს.

ბარსა-რეალობა
ამ ტურში ორივე გრანდმა გაიმარჯვა, თუმცა ორივეს 3-3 ქულა მძიმე ბრძოლით შეხვდა. ეს განსაკუთრებით "სამეფო კლუბზე" ითქმის: "რეალი" აფრიკელი მანუჩოს გოლების გამო ორჯერ აგებდა და მესუთ იოზილის წყალობით თამაში შემოატრიალა.

"ბარსელონამ", ტიტო ვილანოვას სიტყვებს თუ ვისესხებთ, სეზონის საუკეთესო 30 წუთი ითამაშა, ლეო მესიმ დუბლი შეასრულა, მაგრამ მერე და მერე ბრჭყალები "ბეტისმაც" გამოაჩინა და კატალონიელებმა სამი ქულა შინ დიდი ოფლისღვრის წყალობით წაიღეს.

მესი VS რონი
ლიონელ მესიმ
"ბეტისთან" 2:1 მოგებულ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა. მან კარში 4-ჯერ დაარტყა, 3-ჯერ ზუსტად, გაიტანა 2 გოლი, მასზე ერთხელ დაჯარიმდნენ.

კრიშტიანო რონალდომ "ვალიადოლიდთან" 3:2 მოგებულ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა. მან კარისკენ 7-ჯერ დაარტყა, 3-ჯერ ზუსტად, მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაარღვიეს წესი, გააფრთხილეს.

არგენტინელი 11:7 დაწინაურდა. ეს ყველაზე დიდი უპირატესობაა, რაც მას ამ სეზონში ჩვენს "ტურნირში" ჰქონია.

ტურის ფრაზები
მიჩელი:
"დღევანდელი მსაჯობით უკიდურესად აღშფოთებული ვარ", - "სევილიას" თავკაცი "ესპანიოლთან" შეხვედრის შემდეგ.

კლაუდიო ბრავო: "ეს თამაში რომ წაგვეგო, ძალიან დიდი უსამართლობა იქნებოდა, რადგან "ხეტაფეს" არაფერი შეუქმნია", - "რეალ სოსიედადის" ჩილელი გოლკიპერი.

ხუან ანკელა: "არ ვითხოვ დროს მდგომარეობის გამოსასწორებლად, მაგრამ დღეს მე შინ თავაწეული წავალ", - "მალაგასთან" 0:4 მარცხის მიუხედავად.

აიტორ კარანკა: "იოზილმა ისე ითამაშა, როგორც მისგან დიდი ხანია, ვითხოვთ", - მოურინიოს თანაშემწე გერმანელ პლეიმეიქერზე.

ხოსე ლუის მენდილიბარი: "მეტოქეს გაკვეთილი კარგად უსწავლია", - "ოსასუნას" თავკაცი "ვალენსიაზე".

ხოაკინ კაპაროსი: "უსულოდ ვითამაშეთ, მაგრამ აუცილებლად გამოვსწორდებით", - "მალიორკას" თავკაცი მორიგ წარუმატებლობაზე.

რადამელ ფალკაო: "მინდა "ატლეტიკოში" ისეთი კვალი დავტოვო, მომავალში ჩემზე ხშირად ილაპარაკონ", - "დეპორის" კარში ხუთი გოლის ავტორი.

პაკო ხემესი: "ორშაბათობით და პარასკევობით თამაში გვკლავს", - "რაიოს" თავკაცი.

ტურის სიმბოლური ნაკრები, ლელოს ვერსიით
3-3-1-3
ვილი კაბალიერო 2 (მალაგა)
კარლოს მარტინესი (რეალ სოსიედადი), დავიდ ნავარო 3 (ლევანტე), ფილიპე ლუიში 2 (ატლეტიკო)
ხოაკინი (მალაგა), სოფიან ფეგული (ვალენსია), მესუთ იოზილი 2 (რეალი)
ლიონელ მესი 11 (ბარსელონა)
ობაფემი მარტინსი 4 (ლევანტე), რადამელ ფალკაო 4 (ატლეტიკო), მანუჩო 2 (ვალიადოლიდი).

მე-12 ფეხბურთელი
არიც ადურისი (ბილბაო)
სიმბოლურში ფეხბურთელები იცვლებიან, მაგრამ ეს ძალზე იშვიათად ეხება ლიონელ მესის - 25 წლის არგენტინელი 15-დან 11 შემთხვევაში რჩეულთა შორის მოხვდა. ამ სეზონში სიმბოლურ ნაკრებში დებიუტი კარლოს მარტინესს, ხოაკინს და სოფიან ფეგულის აქვთ.

ტურის გმირი
რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

ვფიქრობთ, კითხვა "რატომ" საჭირო არ არის - "ელ ტიგრემ" ტურში 5 გოლი გაიტანა! კოლუმბიელმა თავბედი აწყევლინა ორ ახალგაზრდას "დეპორის" დაცვის ცენტრში, 21 წლის პორტუგალიელ როდერიკ მირანდას და 19 წლის გალისიელ პაბლო ინსუას.

5 გოლი ერთ მატჩში არ არის ესპანეთის რეკორდი. ბატამ (1930-31) და კუბალამ (1951-52) 7-7 გოლი გაიტანეს.

ბოლოს ხუთი გოლი თამაშში ფერნანდო მორიენტესმა გაიტანა - 2002 წელს რეალელმა "ლას პალმასი" დაანგრია.

ტურის მსხვერპლ(ნ)ი
პატრიკ ებერტი (ვალიადოლიდი)
ფერნანდო გაგო (ვალენსია)
სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

"ვალიადოლიდის" გერმანელმა ნახევარმცველმა კუნთი დაიზიანა და 4 კვირით დააკლდება გუნდს.

"ვალენსიას" არგენტინელი გამთამაშებელი შეცვლაზე შევიდა, მაგრამ მალევე გასაყვანი გახდა, ზურგი დაიზიანა.

"ბარსას" შემტევმა ორთავა კუნთი დაიზიანა და 4 კვირით დაისვენებს.

ესპანური ფეხბურთის სუსტი წერტილი - მსაჯობა
მუნის ფერნანდესი
(ესპანიოლი-სევილია): 0 "მარკას" შეფასებით (10-ბალიანი სისტემით)
რა დააშავა: ორიდან ერთი პენალტი შეცდომით დანიშნა, მეორეც საეჭვო იყო, ხოსე ანტონიო რეიესის გაძევებითაც გადაამლაშა.

ტურის საუკეთესო გოლი
მესუთ იოზილი
(რეალი) "ვალიადოლიდის" კარში.

ტურის საუკეთესო პასი
დიეგო ბუონანოტე
(მალაგა) საგოლე პასი როკე სანტა კრუსს.

ტურის სტატისტიკა
32 გოლი ტურში (3,2 მატჩში). 4 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 2 ფრედ დასრულდა და 4 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 49 ყვითელი ბარათი, 1 წითელი დაარიგეს.

5 გოლი: რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)
დუბლი: მანუჩო (ვალიადოლიდი), მესუთ იოზილი (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა).
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ალვარო ვადილიო (ბეტისი, 18 წლის).

ყველაზე მეტი მაყურებელი: 46 150 - "ბენიტო ვილიამარინი"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 7 800 - "ტერესა რივერო"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 22 - გრანადა
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 12 - რეალი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 22 - ესპანიოლი, სევილია
ყველაზე მეტი კუთხური: 11 - რეალი
ყველაზე მეტი თამაშგარე: 7 - ატლეტიკო
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 68% - ბარსელონა

ბომბარდირები
23 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
16- რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)
13 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)

ასისტენტები
9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)
8 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)

გოლი+პასი
28 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
17 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)
15 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 ბარსელონა 15 14 1 0 50-17 43
2 ატლეტიკო 15 12 1 2 35-13 37
3 რეალი 15 10 2 3 37-12 32
4 მალაგა 15 7 4 4 23-10 25
5 ბეტისი 15 8 1 6 24-26 25
6 ლევანტე 15 7 3 5 20-21 24
7 ხეტაფე 15 7 2 6 18-20 23
8 ვალიადოლიდი 15 6 3 6 22-18 21
9 სოსიედადი 15 6 3 6 22-19 21
10 ვალენსია 15 6 3 6 19-23 21
11 სევილია 15 5 4 6 21-22 19
12 ვალეკანო 14 6 1 7 18-30 19
13 ბილბაო 15 5 3 7 20-32 18
14 სარაგოსა 14 5 1 8 16-23 16
15 სელტა 15 4 3 8 16-20 15
16 ოსასუნა 15 3 4 8 12-16 13
17 მალიორკა 15 3 4 8 14-27 13
18 გრანადა 15 3 3 9 11-24 12
19 ესპანიოლი 15 2 5 8 15-24 11
20 დეპორტივო 15 2 5 8 21-37 11

მომდევნო ტური
15 დეკემბერი
ხეტაფე-ოსასუნა, მალიორკა-ბილბაო, გრანადა-რეალ სოსიედადი, სევილია-მალაგა.

16 დეკემბერი
სარაგოსა-ლევანტე, ვალენსია-რაიო ვალეკანო, რეალი-ესპანიოლი, ბარსელონა-ატლეტიკო.

17 დეკემბერი
დეპორტივო-ვალიადოლიდი, სელტა-ბეტისი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XV ტური: ვეფხვები ღამით ნადირობენ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული