20 დეკემბერს ტიტო ვილანოვას სიმსივნის ოპერაციას გაუკეთებენ

AutoSharing Option
19 დეკემბერს "ბარსელონასთვის" და მთელი საფეხბურთო მსოფლიოსთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა: კატალონიური გრანდის თავკაც ტიტო ვილანოვას კვლავ ყელ-ყურის სიმსივნე აქვს და ისევ საოპერაციოა.

საღამოს "ბარსამ" ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 44 წლის სპეციალისტს ოპერაციას 20 დეკემბერს გაუკეთებენ, რის შემდეგაც მას ექვსი კვირის განმავლობაში ქიმიო და სხივური თერაპია ჩაუტარდება.

შეგახსენებთ, რომ ტიტომ ასეთი ოპერაცია ერთი წლის წინ, 2011 წლის 22 ნოემბერსაც გაიკეთა.

ესპანური მედიის ცნობით, ამ ხნის მანძილზე "ბარსას" ვილანოვას ასისტენტი ხორდი როურა გაწვრთნის.

ჩვენი ესპანელი კოლეგები 19 დეკემბერს "ბარსასთან" მიმართებაში
ლუის ენრიკეს
გვარსაც ახსენებდნენ, თუმცა ყველაზე მთავარი ახლა ვილანოვას ჯანმრთელობაა. ამ მოვლენას მთელი საფეხბურთო მსოფლიო გამოეხმაურა, ერთ-ერთი პირველი კი მადრიდის "რეალი" იყო:

"ვილანოვას მიმართ უდიდეს პატივისცემას გამოვხატავთ, ტიტოს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!" - ნათქვამია "სამეფო გუნდის" ოფიციალურ განცხადებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ხდება ამ ბარსაში რა ყველას სიმსივნე აქვს,მგონი მესის აქვს გამოსხივება
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული