ესპანეთი. ლა ლიგა. XVII ტური: ჟოზემ კასილიასს ომი გამოუცხადა და... წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
წლის ბოლო ტური ჩვეულად სრულდებოდა, "ბარსამ" მორიგი გამარჯვება იზეიმა და ტიტო ვილანოვაც გაამხნევა სიმსივნესთან ბრძოლაში;

მოხდა ერთი-ორი მოულოდნელობა (როგორც წესია) და გუნდები საშობაო არდადეგებზე გავიდნენ.

მაგრამ ჟოზე მოურინიომ ყველაფერი არია! საქმე იმაში არაა, რომ მისმა "რეალმა" "მალაგასთან" წააგო. პორტუგალიელმა პირდაპირ ომი გამოუცხადა გუნდის კაპიტან იკერ კასილიასს, რომელიც სათადარიგოთა სკამზე დასვა. თამაშის მერე კი განაცხადა, ჩემი აზრით, კასილიასს მისი შემცვლელი ადანი სჯობსო!

ვფიქრობთ, ამ სკანდალს შეიძლება მართლა გადაჰყვეს "განსაკუთრებულის" მადრიდული კარიერა...

სამთვიანი შიმშილის მერე
ბალეარულმა კლუბმა შეწყვიტა 14-მატჩიანი მოუგებელი სერია და
ეს "მალიორკამ" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ "ბეტისთან" მოახერხა მისსავე მოედანზე. თანაც, თამაშის განმავლობაში სტუმრები აგებდნენ კიდევაც.

სევილიელები ბენიატ ეჩებარიამ საჯარიმო დარტყმით, რომელიც ძალზე კურიოზული გამოდგა, დააწინაურა, მაგრამ კუნძულელებმა ანდალუსიელებს ვიქტორ კასადესუსის შესანიშნავი თავურით უპასუხეს.

ყველაფერი მეორე ტაიმის დასაწყისში გადაწყდა, როცა ვიქტორისა და მარიოს ორთაბრძოლის შემდეგ მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ხავი მარკესმა ასე ნანატრ, გამარჯვების გოლად აქცია.

მსაჯი, უნდიანო მალენკო შეცდა, რადგან თამაშის წესი აშკარად საჯარიმოს გარეთ დაირღვა. აი, ამ შეცდომამ ხოაკინ კაპაროსს, შესაძლოა, ბალეარული კარიერა გადაურჩინა.

პეპე მელი (ბეტისი):
"მსაჯის შეცდომამ საბოლოო შედეგზე პირდაპირი გავლენა მოახდინა. საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, მოგვიგო მეტოქემ, რომელმაც კარში ერთხელ დაგვირტყა, მაგრამ 2 გოლი გაგვიტანა".

ხოაკინ კაპაროსი (მალიორკა):
"ჩვენ ორი საგოლე მომენტი შევქმენით და ორივე გამოვიყენეთ. ეს არის ფეხბურთის არსიც. ფეხბურთში მთავარი გოლია და არა კარგი თამაში".

ბარსამ ავტოპილოტით მოიგო
მიუხედავად იმისა, რომ გუნდს არ ჰყავდა მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა (რომელსაც ბარსელონელებმა თამაშამდე საჯაროდ გამოუცხადეს მხარდაჭერა დაავადებასთან ბრძოლაში), კატალონიურმა გრანდმა "ავტოპილოტით" მოიგო "ვალიადოლიდთან" - 3:1.

VideoSportall.Ge
ვალიადოლიდი - ბარსელონა 1:3


ტაიმის მიწურულს სტუმრები ჩავი ერნანდესმა ხორდი ალბას ჩაწოდების შემდეგ დააწინაურა. მეორე ტაიმში ლეო მესიმ წლის 91-ე (!) და უკანასკნელი გოლი გაიტანა. ალბათ, დიდხანს გაუჭირდებათ მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდებს ამ მიღწევის გამეორება, თავად მესისაც კი.

თამაში ოდნავ დაიძაბა ბოლოსკენ, როცა დამატებაზე გოლი შეცვლაზე შესულმა ხავი გერამ გაიტანა. საბოლოო წერტილი წუთის წინ შესულმა ტელიომ დასვა, რომელმაც კონტრშეტევაზე მეტოქის დაცვა გაარღვია.

მიროსლავ ჯუკიჩი (ვალიადოლიდი):
"შესანიშნავი თამაში იყო ჭკუის სასწავლებლად. ჩვენი მეტოქე იყო ყველა დროის საუკეთესო გუნდი. ჩვენთვის კი 2012 წელი მეტად პოზიტიური გამოდგა".

ჟორდი როურა (ბარსელონა):
"ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებული მატჩი იყო და განსაკუთრებულადაც მივუდექით".

მოურინიო! ვერ გავიგეთ...
ჟოზე მოურინიომ
მთელი ესპანეთი გააკვირვა, როცა 10 სეზონის განმავლობაში პირველად დასვა კაპიტანი იკერ კასილიასი სათადარიგოთა სკამზე, კარში კი ადანი ჩააყენა.

მოურინიოს ამ ქმედებას ალბათ მოყვება ბევრი კუდი.

VideoSportall.Ge
მალაგა - რეალი 3:2


ყველა (ხუთივე) გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ჯერ ხოაკინ სანჩესის პასით ისარგებლა ისკომ, შემდეგ ქარიმ ბენზემას დარტყმა არ აცალა სერხიო სანჩესმა და ავტოგოლი გაიტანა. ამის შემდეგ იმავე ხოაკინის მოწადინებით როკე სანტა კრუსმა "რეალის" კარში დუბლი შეასრულა.

თამაშის დასრულებამდე 8 წუთით ადრე მასპინძლები დაცვაში უხეშად შეცდნენ და იოზილმა ბენზემას გაატანინა, მაგრამ "რეალმა" მარცხისგან თავი მაინც ვერ იხსნა.

მანუელ პელეგრინი (მალაგა):
"პერსონალური მოტივაცია არ მქონია ამ თამაშის წინ. ჩემთვის მთავარი გუნდია, რომელსაც მე ვწვრთნი. "მალაგაში" თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ".

ჟოზე მოურინიო (რეალი):
"არც გადადგომას ვაპირებ და არც ჩემი სამსახურის დაკარგვის შიში მაქვს. რაც შეეხება მეკარის საკითხს, ეს სუფთა ტექნიკური დეტალია - ჩემი აზრით, კასილიასს ადანი სჯობს".

გრანადამ კუდი მოიქნია
"გრანადამ" ბოლო 7 მატჩში მხოლოდ მეორედ მოიგო. თანაც, ანდალუსიურმა კლუბმა ეს "რეინო დე ნავარაზე" შეძლო.

მართალია, თავიდან ნინომ თავურით დააწინაურა ნავარელები, მაგრამ "გრანადა" აშკარად სჯობდა მეტოქეს, რაც მაინსის და ბენიტესის გოლებში აისახა.

აღსანიშნავია, დანი ბენიტესის დიდებული თამაში, რომელმაც ჩემპიონატის საწყისი ნაწილი დისკვალიფიკაციის გამო (გასულ სეზონში მსაჯს ფიზიკურად შეეხო) გამოტოვა.

25 წლის გარემარბი ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

ბიელსას გასაჭირი
მანოლო ხიმენესის
"სარაგოსა" აშკარად სხვა გუნდია, არაგონელები აღარ არიან ხელწამოსაკრავი მეტოქეები არავისთვის. თუნდაც თამაში "სან მამესზე" მიმდინარეობდეს.

პირველ ტაიმში აპონიოს (პენალტით) და პოშტიგას გოლები საკმარისი აღმოჩნდა მონდომებული, მაგრამ ფანტაზიასმოკლებული ბასკების დასამარცხებლად.

მარსელო ბიელსა (ბილბაო):
"ანგარიში არ არის სამართლიანი. ჩვენ ცუდ სიტუაციაში ვართ და ყველაფრის თავიდან დაწყება გვმართებს. ჩვენ ეს ერთხელ უკვე გამოგვივიდა, გამოგვივა მეორედაც".

მანოლო ხიმენესი (სარაგოსა):
"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ".

ესპანეთი. ლა ლიგა. XVII ტური
ბეტისი-მალიორკა 1:2
გოლები: 1:0 ბენიატი (5), 1:1 ვიქტორი (30), 1:2 მარკესი (47-პენ)
ბეტისი (4-3-3): ადრიანი - ჩიკა, ამაია, მარიო, ნაჩო - ბენიატი, რ. პერესი (48. პოსუელო), კანიასი - რ. კასტრო, მოლინა (62. აგრა), კემპბელი (53. ვადილიო).
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - ნსუე, ნუნიეში, ბიგასი, კევინი - პინა, მარტი - არისმენდი (81. ჩ. ნავარო), მარკესი, ჯოვანი დოს სანტოსი (74. ჰემედი) - ვიქტორი (88. კონსეისაო).
გაფრთხილება: ნაჩო, ბენიატი, ჩიკა - არისმენდი, ვიქტორი, დოს სანტოსი, მარკესი
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 17-3 (7-2); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 33 000

ვალიადოლიდი-ბარსელონა 1:3
გოლები: 0:1 ჩავი (43), 0:2 მესი (58), 1:2 გერა (89), 1:3 ტელიო (93)
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დ. ერნანდესი - რუკავინა, სერენო, ვალიენტე, ბალენსიაგა - სასტრე (81. ბარახა), ვ. პერესი - ომარი, ოსკარი, ბუენო (64. პენია) - მანუჩო (74. გერა).
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ტ. ალკანტარა (83. ინიესტა) - პედრო (92. ტელიო), მესი, ა. სანჩესი (76. ვილია).
გაფრთხილება: ბუენო, სერენო, სასტრე, ოსკარი - ალკანტარა
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 15-4; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 5-11 (2-5); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 22 000

მალაგა-რეალი 3:2
გოლები: 1:0 ისკო (48), 1:1 ს. სანჩესი (64 ს.კ.), 2:1 სანტა კრუსი (72), 3:1 სანტა კრუსი (75), 3:2 ბენზემა (81)
მალაგა (4-1-4-1): კაბალიერო - გამესი, ს. სანჩესი, დემიკელისი, მონრეალი - ნაჩო კამაჩო - ხოაკინი (82. სება ფერნანდესი), ისკო, პორტილიო (69. იტურა), ელიზეუ - სავიოლა (65. სანტა კრუსი).
რეალი (4-2-3-1): ადანი - ესიენი, პეპე, სერხიო რამოსი, არბელოა (57. კალეხონი) - ხედირა, ჩაბი ალონსო (76. მოდრიჩი) - დი მარია (63. კაკა), იოზილი, რონალდო - ბენზემა.
გაფრთხილება: ხოაკინი - რამოსი, რონალდო, პეპე, ხედირა
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 9-12; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 11-18 (6-5); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 27 500

ოსასუნა-გრანადა 1:2
გოლები: 1:0 ნინო (7), 1:1 მაინსი (41), 1:2 ბენიტესი (48)
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - დამია, არიბასი, ფლანიო, ნანო (76. ბერტრანი) - პუნიალი, ლო - სეხუდო (64. ხ. ლორენტე), ნინო, ლამა (46. რ. ტორესი) - კიკე სოლა.
გრანადა (4-2-3-1): რობერტო - ნიომი, ი. ლოპესი, მაინსი, სიკეირა - ირინეი, მ. რიკო - ტორჟე (69. ხუანმა ორტისი), ელ-არაბი (74. იებდა), ბენიტესი (87. ანგულო) - იგჰალო.
გაფრთხილება: არიბასი, დამია - ბენიტესი, ნიომი, რობერტო
კუთხური: 9-7; ჯარიმა: 11-7; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 11-12 (4-4); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 21 000

ბილბაო-სარაგოსა 0:2
გოლები: 0:1 აპონიო (31-პენ), 0:2 პოშტიგა (41)
ბილბაო (4-3-3): ირაისოსი - ირაოლა, ეკიზა, ლაპორტე, აურტენეჩე (46. ი. მარტინესი) - ანდერი, სან ხოსე, დე მარკოსი - ი. გომესი, ადურისი, მუნიაინი (68. ფ. ლორენტე).
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - სეპუნარუ, ლოოვენსი, ალვარო, აბრაამი - მოვილია, აპონიო - სუკულინი (73. ბაბოვიჩი), ვ. როდრიგესი (70. ედუ ორიოლი), მონტანიესი (85. ხოსე მარი)- პოშტიგა.
გაფრთხილება: ანდერი - სეპუნარუ, მონტანიესი, ბაბოვიჩი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 7-19; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 12-13 (3-4); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 35 000

სატურნირო ცხრილი

Sportall.Ge

ბომბარდირები:
26 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 17 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 14 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 10 - არიც ადურისი (ბილბაო).

მომდევნო ტური
6 იანვარი:
სელტა-ვალიადოლიდი, ბარსელონა-ესპანიოლი, გრანადა-ვალენსია, ლევანტე-ბილბაო, მალიორკა-ატლეტიკო, რაიო ვალეკანო-ხეტაფე, რეალი-რეალ სოსიედადი, სევილია-ოსასუნა, სარაგოსა-ბეტისი, დეპორტივო-მალაგა.

აშკარა დაუჯერებელი: ჟოზეს მტკიცებით კასილიასს ადანი სჯობს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული