კრუიფი კატალონიის ნაკრებს ტოვებს

AutoSharing Option
ნიგერიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის შემდეგ, რომელიც 2 იანვარს, საღამოს "ესპანიოლის" სტადიონ "კორნელია ელ პრატზე" გაიმართება, იოჰან კრუიფი კატალონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგება.

"ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი კარიერის ამ ნაწილით. კატალონიის ნაკრებში კარგი დრო გავატარე. ყოველთვის მაოცებდა კატალონიელი ფეხბურთელების მიდგომა საქმისადმი და ეროვნული ნაკრებისადმი. ისინი ძალიან ამაყობენ თავიანთი წარმოშობით და ერით.

ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი უნდა იყოს სპორტსმენის მენტალიტეტი.

მახსენდება არგენტინის ნაკრებთან დიდებული მატჩი. ჩვენ ბრწყინვალე ფეხბურთი ვაჩვენეთ. სულ არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, რომ თამაშს ოფიციალური ხასიათი არ ჰქონდა",
-
განაცხადა კრუიფმა.

65 წლის კრუიფი 2009 წლიდან ხელმძღვანელობდა კატალონიის ნაკრებს, რომელიც ოფიციალურ მატჩებს ვერ მართავს, რადგან უეფას მიერ არ არის აღიარებული. თუმცა ესპანელებმა კატალონიელებს ამხანაგური მატჩების გამართვის უფლება მისცეს.

ასევე იხილეთ:
იოჰან კრუიფი: ხოსეპ გვარდიოლა ძალიან ახალგაზრდაა, რომ გაჩერდეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული