ლეო მესის საჩუქარი გერდ მიულერს

AutoSharing Option
ლიონელ მესიმ სამახსოვრო საჩუქარი უძღვნა გერმანული ფეხბურთის ლეგენდას, გერდ მიულერს, რომლის რეკორდიც დაამხო 2012 წელს.

შეგახსენებთ, რომ 1972 წელს გერდ მიულერმა 85 ოფიციალური (ზოგი მონაცემით, 84) გოლი გაიტანა, თუმცა 2012 წელს ლეომ 40-წლიანი რეკორდი დაამხო - 91 ("მარკას" აზრით, 90) გოლი გაიტანა.

და აი, ლეომ გადაწყვიტა, გერმანელს სამახსოვრო საჩუქარი გაუკეთოს - მაისურა, რომლითაც მან ეს რეკორდი დაამყარა. "გერდ მიულერს, დიდი პატივისცემით და აღტაცებით", - აწერია ლეოს მაისურს.

მესის საჩუქართან ერთად, "ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა კარლ-ჰაინც რუმენიგეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც კატალონიური
გრანდის პრეზიდენტი დიდ პატივისცემას გამოხატავს მიულერის პერსონასთან, რომ მესისთვის გერდის რეკორდი შთაგონების წყარო იყო.

ასევე იხილეთ:
გერდ მიულერი: მესიმ ღირსეულად გააუმჯობესა ჩემი რეკორდი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული