"ბარსელონამ" "კორდობა" გაანადგურა, დავიდ ვილია ისევ ტრავმირებულია [VIDEO]

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა ჟორდი როურამ "კორდობასთან" (5:0) ესპანეთის თასის საპასუხო მერვედფინალური მატჩი შეაფასა.

"პირველ რიგში, აღსანიშნავ
ია ფეხბურთელების მიდგომა საქმისადმი და მათი ამბიციები.

მთავარია, რომ მოთამაშეები მოედანზე მოგების სურვილით გავიდნენ. პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ, მაღალ დონეზე და საოცარი მოქმედებებით.

ვილია შესანიშნავი ფეხბურთელია. ყველამ ვიცით, რომ ის "ბარსელონასთვის" ძალიან მნიშვნელოვანია.

დროთა განმავლობაში ის უფრო ძლიერი გახდება და უფრო მნიშვნ
ელოვანი გახდება ჩვენთვის. ამაში ეჭვი არ მეპარება.

ალექსის სანჩესი? მას ჰქონდა პერიოდი, როცა გოლი ვერ გაჰქონდა. ახლა კი მან ეს უიღბლო სერია შეწყვიტა და
შეხვედრაში ძალიან დაგვეხმარა",
- თქვა როურამ.

აქვე გეტყვით, რომ "კორდობასთან" მატჩში დავიდ ვილიამ, რომელმაც დუბლი შეასრულა, ორივე ფეხში ტკივილი იგრძნო. ვილია 77-ე წუთზე შეცვალეს.

გარდა ამისა, ტრავმის გამო მეორე ტაიმის დასაწყისში სერხი რობერტოც შეცვალეს. კლუბის ექიმების თქმით, სერხი მწყობრში ჩასადგომად ერთი თვე დასჭირდება.

VideoSportall.Ge
ბარსელონა - კორდობა 5:0
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული