ლიონელ მესი: მადრიდის "რეალის" ჩამოწერა ნაადრევია

AutoSharing Option
"ბარსელონას" არგენტინელი ფორვარდის, ლიონელ მესის თქმით, ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მადრიდის "რეალის" ჩამოწერა ნაადრევია, სანამ "ბლაუგრანა" ოქროს მედლებს არ დაისაკუთრებს.

"ჩემპიონატში გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. რამდე
ნიმე წლის წინ "რეალმა" ძალიან სწრაფად შეძლო ჩამორჩენის აღმოფხვრა. ამიტომ ვიცით, რომ "სამეფო კლუბის" ჩამოწერა ნაადრევია.

უნდა გავაგრძელოთ თამაში ისე, როგორც გვჩვევია და შეცდომები არ დავუშვათ",
- თქვა მესიმ.

გარდა ამისა, მესიმ იმედი გამოთქვა, რომ გულშემატკივრები არგენტინის ნაკრებს მხარს დაუჭერენ ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

"არაფერი შეედრება მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებას. გულშემატკივრებისგან ქების მოსმენა საუკეთესო მომენტი იქნება. მუდმივი კრიტიკა
ადამიანებს გულს სტკენს"
, - აღნიშნა არგენტინელმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
"ბარსელონამ" "კორდობა" გაანადგურა, დავიდ ვილია ისევ ტრავმირებულია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაინც ბარსა ჩემპიონია
0

სიახლეები პოპულარული