ლა ლიგა. XIX ტურის წინ: ჟოზე მოურინიო არ ვიცი, მე კი "რეალში" ვრჩები

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიო დილემის წინაშე აღარ დგას - ვინ დააყენოს კარში "ოსასუნასთან" საგარეო მატჩში - ანტონიო ადანი დისკვალიფიცირებულია და, უნდა თუ არა "განსაკუთრებულს", "სამეფო კლუბის" კარს იკერ კასილიასი ჩაიბარებს, რომელმაც 11 იანვარს ერთი ნიშანდობლივი ფრაზა თქვა, არ ვიცი მოურინიოს შემთხვევაში როგორ არის, მე კი ნამდვილად ვრჩები "რეალშიო".

"ბარსელონა" კი ტიტო ვილანოვას გარეშე ეწვევა ანდალუსიას და თუ "მალაგასაც" დაამარცხებს ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო პირველი წრის რეკორდს დაამყარებს.

ორივე გრანდი საკადრო პრობლემებით ხვდება ტურს.

რონალდოს გარეშე
ბოლოადგილოსან "ოსასუნას" რიგებში დებიუტი ექნება იჯარით გადმოსულ
მიგელ დე ლას კუევასს
.

ტრავმირებულები არიან: რაულ ლო, რობერტო ტორესი და მეკარე ასიერ რიესგო. დისკვალიფიკაცია მოიხადა პამპლონელთა გუნდის მნიშვნელოვანმა ფიგურამ, მცველმა ალეხანდრო არიბასმა.

თუკი სადმე არ უყვართ კრიშტიანო რონალდო, პირველ რიგში ეს ნავარაა, თუმცა პორტუგალიელს ამჯერად პამპლონაში ჩასვლა არ მოუწევს - ის დისკვალიფიცირებულია.

ჟოზე მოურინიომ ამ თამაშში ლიდერის გარდა ადანი და სერხიო რამოსიც დაკარგა დისკვალიფიკაციების გამო. ვერ ითამაშებენ პეპე და მარსელოც, ძალიან რთულად აქვს საქმე ჩაბი ალონსოსაც.

ფაბიო კოენტრაო შეუდგა ვარჯიშს, თუმცა შეიძლება მანაც ვერ ითამაშოს. მოკლედ, ჟოზეს პრობლემები მოეძალა.

* "ოსასუნას" 6 მატჩია, არ მოუგია და მხოლოდ ერთი დაასრულა ფრით.
* 14 გოლი - ეს "ოსასუნას" მაჩვენებელია, ლა ლიგაში უარესი ("გრანადასთან" ერთად).
* ბოლო ხუთი საგარეო მატჩიდან "რეალმა" მხოლოდ ერთი მოიგო.
* "ოსასუნასთან" ბოლო ორ დაპირისპირებაში "რეალმა" 12 გოლი გაიტანა.
* იკერ კასილიასმა "სელტასთან" მატჩში 650-ედ მოირგო "რეალის" მაისურა. მას მხოლოდ რაული (741 მატჩი) და მანოლო სანჩისი (710) უსწრებენ ამ მაჩვენებელით.

სავარაუდო შემადგენლობები
ოსასუნა: ფერნანდესი - ბერტრანი, არიბასი, ფლანიო, დამია - პუნიალი, ოიერი - სეხუდო, ნინო, არმენტეროსი - კიკე სოლა.
რეალი: კასილიასი - ესიენი, რ. კარვალიო, ვარანი, არბელოა - ხედირა, მოდრიჩი - დი მარია, იოზილი, იგუაინი - ბენზემა.

მესი ბრუნდება
დიდ ინტერესს იწვევს "ბარსელონას" სტუმრობა მე-4 ადგილზე მყოფ "მალაგასთან". დასვენების შემდეგ სასტარტო შემადგენლობას ისევ უბრუნდება ლეო მესი.

"კორდობასთან" მატჩის გმირების (ვილია, სანჩესი) გამოჩენა ნაკლებად მოსალოდნელია, "ელ გუახეს" ტრავმაც აწუხებს. როურა მათ პედროს და ინიესტას არჩევს. 

სავარაუდო შემადგენლობები

მალაგა: კაბალიერო - ს. სანჩესი, დემიკელისი, ველიგტონი, მონრეალი - ნაჩო კამაჩო, იტურა - ხოაკინი, ისკო, ელიზეუ - სავიოლა.
ბარსელონა: ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი - პედრო, მესი, ინიესტა.

ესპანეთი. ლა ლიგა. XIX ტური
11 იანვარი
ბილბაო-ვალეკანო 1:2

12 იანვარი

ვალიადოლიდი-მალიორკა 19:00
დისკვალიფიკაცია: რუედა - ვიქტორი
ტრავმა: ებერტი, პერესი, მანუჩო - მ. პერეირა, ჟოაო ვიქტორი, ლოპესი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +6=5-11, (22-30)

ესპანიოლი-სელტა 21:00
დისკვალიფიკაცია: ფერნანდესი (სელ)
ტრავმა: კ. ალვარესი (?), ვაკასო - ლიორკა
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +10=8-10, (39-33)

ოსასუნა-რეალი 23:00
დისკვალიფიკაცია: არიბასი - ს. რამოსი, რონალდო, ადანი
ტრავმა: ლო, რიესგო, რ. ტორესი, სისი, ანანი, მასუდი - ფ. კოენტრაო, მარსელო, ჩაბი ალონსო (?), პეპე
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +5=5-16, (26-51)

ვალენსია-სევილია 01:00
დისკვალიფიკაცია: კოკე (სევ)
ტრავმა: გაგო, მატიო, კანალესი, ფეგული - კამპანია, ტროხოვსკი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +17=5-15, (45-40)

13 იანვარი
ბეტისი-ლევანტე 15:00
დისკვალიფიკაცია: მარტინსი (ლევ)
ტრავმა: დორადო, ა. მარტინესი, ს. როდრიგესი, ხუან კარლოსი, ნონო, ნელსონი, აგრა, პოსუელო - ბარკერო, დუდკა
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +4=2-6, (18-18)

სოსიედადი-დეპორტივო 20:00
ტრავმა: ბერგარა, ილარამენდი (?), კადამურო - ლაურე, აიოსე
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +8=8-14, (30-39)

ატლეტიკო-სარაგოსა 22:00
ტრავმა: ფალკაო (?) - რომარიკი, პინტერი, ობრადოვიჩი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +12=10-10, (43-34)

მალაგა-ბარსელონა 00:00
ტრავმა: ბაპტიშტა, ტულალანი (?), რესიო - კვენკა, მუნიესა, ადრიანო (?), ვილია (?), ს. რობერტო
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +2=4-16, (18-56)

14 იანვარი
ხეტაფე-გრანადა 23:00
ტრავმა: მანე, პედრო ლეონი, ლასენი, ბარადა - ტონიო, ფ. რიკო, მაჩისი, გომესი, ელ-არაბი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +1=0-1, (1-1)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XVIII ტურის წინ: აი, დილემა: იკერი თუ ადანი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული