ლა ლიგა. XIX ტური: "ბარსელონა" - არის პირველი წრის რეკორდი! [VIDEO]

AutoSharing Option
"ბარსელონა" ლა ლიგის ისტორიის საუკეთესო მიღწევას შესწვდა - პირველი წრე 55 ქულით დაასრულა. მეტიც, მალაგაში გუნდს ტიტო ვილანოვა ხელმძღვანელობდა!

ლიონელ მესიმ კი მორიგი გოლი გაიტანა (28-ე ნახევარჩემპიონატში).

საპირისპიროდ მიდის ჟოზე მოურინიოს საქმეები, რომლის გუნდმაც კრიშტიანო რონალდოს გარეშე ვერ მოუგო ბოლოადგილოსან "ოსასუნას" და ახლა "ბარსას" 18 ქულით ჩამორჩება.

VideoSportall.Ge
მალაგა - ბარსელონა 1:3


ნუ დაუჯერებთ ასისტენტს!
"თუკი წესების დარღვევა საჯარიმოს გარეთ იყო, მაშინ მადლობა რეფერის", - ეს სიტყვები ფრანსისკო მედინა ლუნა "პიტის" ეკუთვნის, "რაიო ვალეკანოს" კაპიტანს.

სწორედ მატჩის მეორე ნახევრის შუაში
მომხდარი ინციდენტი აღმოჩნდა გადამწყვეტი, რის გამოც "რაიო ვალეკანო" ისტორიას ეთამაშება - სეზონის პირველი ნახევარი 31 ქულით დაამთავრა! პაკო ხემესის "ელვებმა" ეს ეფექტურად, თანაც, "საფეხბურთო კათედრალზე" მოახერხეს, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, მსაჯის შეცდომის გამოც.

პირველ ტაიმში ბასკები აქტიურობდნენ. "რაიო" მეკარე რუბენ მარტინესს უნდა უმადლოდეს, რომ გოლი არ გავიდა. მან დუელი არიც ადურისს მოუგო. სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა - რობერტო ტრაშორასმა შორეული პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ალჰასან ბანგურა და გვინეელმაც არ დაუკარგა თანაგუნდელს ამაგი.

ამის შემდეგ მარსელო ბიელსამ თამაშში ფერნანდო ლორენტე ჩართო, რამაც შედეგი კინაღამ მაშინვე გამოიღო, თუმცა ლორენტეს და ადურისს მაგრად არ გაუმართლათ, იმ დღეს კარში რომ რუბენი იდგა. საკამათო სტუმართა მეორე გოლი იყო: გურპეგიმ ალეხანდრო დომინგესი საჯარიმოს გარეთ მოცელა. პერეს მონტერო ჯარიმას ნიშნავდა, როცა ასისტენტისგან ცრუ სიგნალი მიიღო - პენალტი პიტიმ გოლად აქცია.

"ბილბაო" ასე იოლად არ ნებდება და მიკელ სან ხოსემ ერთი გოლი გაქვითა, შემდეგ კი "ელვები" სულაც ათნი დარჩნენ მოედანზე - ხელით ითამაშა ალეხანდრო გალვესმა, მაგრამ მადრიდელებმა გამარჯვება ხელიდან აღარ გაუშვეს.

მარსელო ბიელსა (ბილბაო): "ორ გუნდს შორის სხვაობა გოლია. გოლი კი არასწორად გავიდა. მოკლედ, არაფერი განსაკუთრებული - ჩვეული ბიზნესია".

პაკო ხემესი (რაიო ვალეკანო): "ამ გუნდს აქვს პოტენციალი, "რაიოს" ისტორიაში დაიმკვიდროს ადგილი".


მესი? რონი? არა - ებერტი!
"ვალიადოლიდი" 25 წლის პატრიკ ებერტის გარეშე კაპიკის ფასია - ბოლოს, როცა გერმანელი სასტარტოში იყო, გოლი და საგოლე პასი მიითვალა, გუნდმა კი სტუმრად "სევილია" დაამარცხა. მომდევნო თამაშში პატრიკი დაიმტვრა და "ვალიადოლიდმაც" უმისოდ 5-მატჩიანი მოუგებელი სერია გამოაცხო.

ებერტი დაბრუნდა და "მალიორკას" კარში დუბლით და საგოლე პასით გამოირჩა. განსაკუთრებით აღსანიშნავი მისი პირველი გოლია: უძლიერესი დარტყმა "ცხრიანში", დაახლოებით 18 მეტრიდან. მალევე "მალიორკამ" ვიქტორ კასადესუსის თავურით უპასუხა.

თამაში მთავრდებოდა, როცა ებერტმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ჭვინტით შეეხო ბურთს ოსკარ გონსალესი და გამარჯვების გოლი გაიტანა. მატჩის ბოლოს ებერტმა სტუმრები კონტრშეტევაზე დაიჭირა.

ისეთი შთაბეჭდილება რომ არ დარჩეს, თითქოს ბალეარელები გულხელდაკრეფილები უყურებდნენ მოვლენათა განვითარებას, ვიტყვით, რომ პირველ ტაიმში ჯოვანი დოს სანტოსმა ხარიხას გაარტყა ბურთი, ვიქტორს პენალტი არ დაუდეს, ხოლო მეორეში ნსუეს გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმეს.

მიროსლავ ჯუკიჩი (ვალიადოლიდი): "საკმაო ქულები დაგვიგროვდა, მაგრამ ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია, უბრალოდ, სწორი მიმართულებით ვმუშაობთ. სიმართლე გითხრათ, ამ თამაშითაც არ ვარ კმაყოფილი - ბიჭებს თავდაჯერება აკლდათ".

ხოაკინ კაპაროსი (მალიორკა): "მეტი დავიმსახურეთ, მატჩის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით. მე მგონი, შევცდი, მოედანზე მიშელ პერეირა რომ გამოვიყვანე - სხვაგან ქრის მისი გონება".

პეტროვის მოსვლამდე
მატჩის 23-ე წუთზე ნიღბით მოთამაშე კრისტიან სტუანიმ ბურთი მოპარა სტუმართა მცველს და მარჯვენა ფლანგიდან დაბალი ბურთი ჩააწოდა. მეკარეს წამით დაასწრო სერხიო გარსიამ და მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.

ორივე გუნდი ელიტაში დარჩენისთვის იბრძვის - "ესპანიოლმა" ახლა დაიწყო საქმეების გამოსწორება, "სელტა" კი კრიზისშია - ბოლო ხუთ შეხვედრაში 4 წააგო. მეორე ტაიმში "ესპანიოლი" დაცვაში თამაშით დაკმაყოფილდა, საგოლე შანსები კი მხოლოდ სტანდარტული მდგომარეობებისას იქმნებოდა. "ესპანიოლის" მცველებმა მარწუხებში მოაქციეს იაგო ასპასი და მას ფეხი არ გაანძრევინეს.

"ესპანიოლში" სიახლეებიცაა: მარტინ პეტროვი მოდის, ხოლო კრისტიან გომესი "პანათინაიკოსში" მიდის.

ხავიერ აგირე (ესპანიოლი): "კმაყოფილი ვარ. დღითიდღე უკეთ ვთამაშობთ, თუმცა ეს ჯერ საკმარისი არაა".

კაკა გამოჩნდა და ნეტა, არც გამოჩენილიყო
ჟოზე მოურინიოს "რეალი" ვერ იგებს თამაშების 25%-ს. თუ კრიშტიანო რონალდო არ თამაშობს, ეს მაჩვენებელი 35%-მდე იზრდება.

კიდევ კარგი, "სამეფო კლუბის" თამაშებს ძალზე იშვიათად აცდენს პორტუგალიელი, თორემ ჟოზე მოურინიოს ბედი აქამდე გადაწყდებოდა - პამპლონაში "რეალმა" უსახური ფეხბურთი ითამაშა და იოტისოდენადაც ვერ სჯობდა იმ მომენტისთვის ჩემპიონატის ბოლოადგილოსან გუნდს. შედეგად - მორიგი ორი ქულა დაკარგა.

VideoSportall.Ge
ოსასუნა - რეალი 0:0


მართალია, კაკას (ბრაზილიელმა იდიოტურ სიტუაციაში მიიღო მეორე გაფრთხილება - მეტოქეს ჯარიმის შესრულებაში ხელს უშლიდა) გაძევების შემდეგ ხოსე კალეხონმა გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯებმა მცირე თამაშგარე შენიშნეს. სხვა მხრივ, ჟოზეს გუნდს ხეირიანი არაფერი გაუკეთებია - 90 წუთის განმავლობაში "რეალმა" კარში ზუსტად ერთხელ დაარტყა და ეს შეცვლაზე შესულმა ქარიმ ბენზემამ მოახერხა.

ჟოზე მოურინიო (რეალი): "თავისთავად ცხადია, რომ ხვალ შეიძლება "ბარსელონას" 18 ქულით ჩამოვრჩეთ. მინდა ავხსნა ეს ჩამორჩენა, თუმცა გრძელი ისტორიაა. ჩემპიონატის დასაწყისში მოხდა ისეთი რაღაცები, რაზეც ახლა საუბარი არ მსურს. მერე კი, როცა სხვაობა უკვე დიდი იყო, წინ წასული გუნდი ნერვების დაუძაბავად თამაშობდა, მდევარს კი ამის ფუფუნება არ ჰქონდა.

აი, რა მოხდა პირველი 6-7 ტურის დროს, არ ვიტყვი.

"სელტასთან" თამაშში ძალიან მომეწონა იკერი. ის იყო დიდი გუნდის მეკარე. დღეს ბურთს იშვიათად შეეხო, თუმცა ფაქტია, ორივე თამაშში გუნდმა დაცვაში კარგად ითამაშა და ორივე შემთხვევაში კარში იკერი იდგა. ის არ ითამაშებს თასის მატჩში, აი, "ვალენსიასთან" მატჩში კი... ჯერ ადრეა, ვერ გეტყვით, ითამაშებს თუ არა იკერი".

სოლდადოს დუბლით
ტურის ერთ-ერთი საინტერესო დაპირისპირება "მესტალიაზე" შედგა, სადაც "ვალენსიამ" ორი კუთხური ორ გოლად აქცია "სევილიას" კარში: ორივეჯერ ეპიზოდს რობერტო სოლდადო აგვირგვინებდა. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა.

ფაქტია, ერნესტო ვალვერდეს ხელში "ღამურები" პროგრესირებენ. რაც მან პელეგრინო შეცვალა, "ვალენსიამ" 8-დან 7 მატჩი მოიგო.

ამაყი მშობელი
მიუხედავად იმისა, რომ "ბეტისს" ბენიატი და კანიასი არ ჰყავდა, სწორედ ნახევარდაცვაში უკეთესი თამაშით აჯობა "ლევანტეს". აღსანიშნავია 31 წლის რუბენ კასტროს დიდებული თამაში: მის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია. ვფიქრობთ, ასაკის მიუხედავად, ეს ფეხბურთელი ნაკრებში გასინჯვას იმსახურებს.

პეპე მელი (ბეტისი): "მოედანს ისე ვტოვებდი, როგორც ამაყი მშობელი - ეს "ბეტისი" ძალიან მომწონს".

გაკოტრების მიუხედავად
თამაშამდე ერთი დღით ადრე "დეპორტივომ" თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, შემდეგ კი სან სებასტიანში "ანოეტას" ეწვია და 10 კაცით ბასკეთიდან ქულა წაიღო. "ატლეტიკომ" კი "სარაგოსა" დაამარცხა - 2:0. ერთ-ერთი გოლი რადამელ ფალკაოს ანგარიშზეა.

ესპანეთი. ლა ლიგა. XIX ტური
ბილბაო-ვალეკანო 1:2
გოლები: 0:1 ლ. ბანგურა (48), 0:2 პიტი (65-პენ), 1:2 სან ხოსე (77)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ეკიზა, ამორებიეტა (49. გურპეგი), დე მარკოსი - სან ხოსე, ანდერი - სუსაეტა, მუნიაინი (58. ფ. ლორენტე), ი. გომესი - ადურისი (92. ტოკერო).
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო, გალვესი, ამატი (46. ხორდი), კასადო - ფუეგო, ტრაშორასი - ლ. ბანგურა, ა. დომინგესი, პიტი (89. ადრიანი) - ლეო კარილიო (70. დელიბაშიჩი).
გაფრთხილება: დე მარკოსი, სან ხოსე, გურპეგი, ანდერი - გალვესი, ამატი, ლეო კარილიო, კასადო, დომინგესი
გაძევება: გალვესი (89)
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 14-23; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 18-12 (7-6); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 31 000

ვალიადოლიდი-მალიორკა 3:1
გოლები: 1:0 ებერტი (21), 1:1 ვიქტორი (37), 2:1 ოსკარი (87), 3:1 ებერტი (90)
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დ. ერნანდესი - რუკავინა, სერენო, ვალიენტე, ბალენსიაგა - რუბიო, სასტრე - ებერტი, ოსკარი (90. ბარახა), ომარი (71. ბუენო) - ლარსონი (79. გერა).
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - ნსუე, ნუნიეში, ჟერომელი (88. ჰემედი), ბიგასი - პინა, მარტი (85. ფონტასი) - არისმენდი, ჯოვანი დოს სანტოსი, ლუნა (55. მ. პერეირა) - ვიქტორი.
გაფრთხილება: სასტრე, სერენო - ჯოვანი დოს სანტოსი, ბიგასი, ჟერომელი, ლუნა
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 14-12 (8-4); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 21 000

ესპანიოლი-სელტა 1:0
გოლი: 1:0 ს. გარსია (24)
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხ. ლოპესი, კოლოტო, ფორლინი, კაპდევილა - ვ. სანჩესი, ბაენა - სტუანი, ვერდიუ (76. ალფონსო), სიმაო (83. ლონგო) - ს. გარსია.
სელტა (4-2-3-1): ვარასი - ხონი, კაბრალი, დემიდოვი, ლაგო - ოუბინია, ა. ლოპესი - ა. ფერნანდესი (58. დე ლუკასი), ბერმეხო (72. პარკი), კრონ-დელი (69. ტონი) - ასპასი.
გაფრთხილება: ფორლინი, ხ. ლოპესი, სანჩესი, სიმაო, ბაენა, კოლოტო - ა. ლოპესი
კუთხური: 7-8; ჯარიმა: 19-19; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 14-12 (4-1); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 18 500

ოსასუნა-რეალი 0:0
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, რუბენი, არიბასი, დამია - ლოლო, ოიერი - სეხუდო (85. ხ. ლორენტე), ნინო, არმენტეროსი - კიკე სოლა.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, ვარანი, ალბიოლი, ფ. კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია (57. ბენზემა), მოდრიჩი (67. იოზილი), კალეხონი - იგუაინი (57. კაკა).
გაფრთხილება: რუბენი, ოიერი, არმენტეროსი, ლოლო - კაკა, ჩაბი ალონსო, იოზილი
გაძევება: კაკა (60)
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 5-8; კარში დარტყმა: 13-9 (2-1); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 17 000

ვალენსია-სევილია 2:0
გოლები: 1:0 სოლდადო (50), 2:0 სოლდადო (88)
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ჟ. პერეირა, რამი, რ. კოშტა, გუარდადო - ალბელდა (40. ტინო კოსტა), ბანეგა - პარეხო (89. რუისი), ჟონასი, პიატი (81. ვალდესი) - სოლდადო.
სევილია (4-2-3-1): დ. ლოპესი - სისინიო (61. პეროტი), ფასიო, სპაჰიჩი, ფ. ნავარო - მედელი, კონდობია - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი, რეიესი (82. სტევანოვიჩი) - ნეგრედო.
გაფრთხილება: პერეირა, რუისი - სპაჰიჩი, ნავარო, რაკიტიჩი
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 21-14; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 17-6 (4-1); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 32 000

ბეტისი-ლევანტე 2:0
გოლები: 1:0 კემპბელი (7), 2:0 რ. კასტრო (63)
ბეტისი (4-2-3-1): ადრიანი - ჩიკა, ამაია, მარიო, ნაჩო - რ. პერესი, ნონო (81. დორადო) - კემპბელი (87. აგრა), რ. კასტრო, ვადილიო (56. ედერი) - მოლინა.
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ლელი, ბალესტეროსი, დ. ნავარო, ხუანფრანი - დიოპი, მიჩელი - ელ-ჟარი (71. რიოსი), რუბენ გარსია, ხუანლუ (46. მარტინსი) - როხერი (61. ანხელი).
გაფრთხილება: პერესი, ნაჩო - დიოპი, ელ-ჟარი, როხერი, ხუანფრანი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 13-9 (4-3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 38 000

სოსიედადი-დეპორტივო 1:1
გოლები: 0:1 პიცი (27), 1:1 ველა (45)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, ანსოტეგი, ელუსტონდო, დე ლა ბელა - პარდო (69. გ. კასტრო), ილარამენდი - ველა, ჩაბი პრიეტო, გრიზმანი - აგირეჩე (77. იფრანი).
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - მ. პაბლო, მარჩენა, ზე კაშტრო, ევალდო - ბერგანტინიოსი, ხ. ვასკესი (55. ასუნსაო) - გამა, ანდრე სანტოსი (65. სილვიო), პიცი - რიკი (62. ოლივეირა).
გაფრთხილება: ილარამენდი, ანსოტეგი, კასტრო - ევალდო, პაბლო, ასუნსაო, ზე კაშტრო
გაძევება: ევალდო (64)
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 8-2; კარში დარტყმა: 11-20 (2-7); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 22 000

ატლეტიკო-სარაგოსა 2:0
გოლები: 1:0 ტიაგო (31), 2:0 ფალკაო (38-პენ)
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, ტიაგო (64. მ. სუარესი), გაბი, არდა თურანი (84. რ. გარსია) - დ. კოშტა (74. კ. როდრიგესი), ფალკაო.
სარაგოსა (4-4-2): რობერტო - სეპუნარუ, პინტერი, ლოოვენსი, პარედესი (47. ვ. როდრიგესი) - სუკულინი (59. ე. ორიოლი), ხოსე მარი, აპონიო, აბრაამი - მონტანიესი (78. ალამო), პოშტიგა.
გაფრთხილება: მირანდა - პარედესი, სეპუნარუ, ხოსე მარი
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 14-4 (5-1); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 49 000

მალაგა-ბარსელონა 1:3
გოლები: 0:1 მესი (27), 0:2 ფაბრეგასი (50), 0:3 ტ. ალკანტარა (82), 1:3 ბუონანოტე (88)
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - ს. სანჩესი, დემიკელისი, ველიგტონი, მონრეალი - ნაჩო კამაჩო, ტულალანი (იტურა) - ხოაკინი (82. პორტილიო), ისკო, ელიზეუ (62. ბუონანოტე)- სანტა კრუსი.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი (73. ტ. ალკანტარა) - პედრო (77. სანჩესი), მესი, ინიესტა.
გაფრთხილება: კამაჩო - ფაბრეგასი, ბუსკეტსი
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 7-12 (2-4); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 29 000

14 იანვარი, 23:00
ხეტაფე-გრანადა

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ბომბარდირები: 28 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 18 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 16 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 11 - არიც ადურისი (ბილბაო), რობერტო სოლდადო (ვალენსია), რუბენ კასტრო (ბეტისი).

მომდევნო ტური

18 იანვარი:
ესპანიოლი-მალიორკა

19 იანვარი:

გრანადა-რაიო ვალეკანო, რეალ სოსიედადი-ბარსელონა, ხეტაფე-სევილია, მალაგა-სელტა.

20 იანვარი
:
ოსასუნა-დეპორტივო, ვალიადოლიდი-სარაგოსა, ატლეტიკო-ლევანტე, ვალენსია-რეალი.

21 იანვარი
:
ბეტისი-ბილბაო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XIX ტურის წინ: ჟოზე მოურინიო არ ვიცი, მე კი "რეალში" ვრჩები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული