ამ დროისთვის "სამეფო კლუბი" კატალონიელებს ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 15 ქულით ჩამორჩება, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ "ბარსა" თავის პრინციპურ მეტოქეზე დღეს გაცილებით ძლიერია.
"როდესაც "ბარსელონას" მის მოედანზე ვეთამაშებით, როგორც წესი, კარგად გამოვიყურებით ხოლმე. იქ ხშირად ნამდვილად არ ვაგებთ.
"რეალი" ყოველწლიურად უკეთესი ხდება და არ ვფიქრობ, რომ დღეს "ბარსელონა" ფავორიტია. დიახ, მათ ბრწყინვალე გუნდი ჰყავთ, მაგრამ არც ჩვენ ვართ ჯაბანნი.
გასაგებია, რომ წინ მძიმე
ბენზემამ ასევე უარყო გავრცელებული ხმები გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსა და ფეხბურთელებს შორის არსებულ გაუგებრობაზე, რის შესახებაც სულ ახლახან იკერ კასილიასის მეუღლე სარა კარბონერომაც ისაუბრა.
"დღეს ჩვენ ერთად შეკრული გუნდი ვართ და მწვრთნელთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ვერ ვხვდები, საიდან მოდის ეს ხმები", - გაიკვირვა ქარიმმა.
პირველი ნახევარფინალური მატჩი "რეალსა" და "ბარსელონას" შორის 30 იანვარს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.
ასევე იხილეთ:
რეალი VS ბარსელონა - 2013 წლის პირველი "ელ კლასიკო" [VIDEO]
სარა კარბონერო: მადრიდის "რეალში" მართლა განხეთქილებაა
კრიშტიანო რონალდო: "ბარსელონას" დამარცხების კარგი შანსი გვაქვს
ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს მიმოწერა ელ კლასიკოს წინ [VIDEO]