ვისენტე დელ ბოსკემ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ის შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც 6 თებერვალს ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ ეს ამხანაგური მატჩი ყატარში გაიმართება.

ვისენტე დელ ბოსკეს სიაში ორი ახალი სახეა: "მალაგას" ნახევარმცველი ისკო და "ჩელსის" ფლანგის მცველი სესარ ასპილიკუეტა.

სიაში არ მოხვდნენ ფერნანდო ტორესი, ფერნანდო ლორენტე და რობერტო სოლდადო. სამაგიეროდ, დელ ბოსკემ დაუძახა დავიდ ვილიას და ალვარო ნეგრედოს.

კიდევ ერთი სიახლე ნაკრებში კარლეს პუიოლის დაბრუნებაა - "ბარსელონას" კაპიტნისთვის ურუგვაისთან მატჩი საიუბილეო, მე-100 იქნება ეროვნულ ნაკრებში.

ბუნებრივია, არ არის სიაში იკერ კასილიასი, რომელიც ტრავმირებულია.

ესპანეთის ნაკრები

მეკარეები: ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა), პეპე რეინა (ლივერპული).

მცველები: ალვარო არბელოა, სერხიო რამოსი (რეალი), ჟერარდ პიკე, კარლეს პუიოლი, ჟორდი ალბა (ბარსელონა), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი), ნაჩო მონრეალი (არსენალი).

ნახევარმცველები: ჩაბი ალონსო (რეალი), ანდრეს ინიესტა, ჩავი, სესკ ფაბრეგასი, სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), სანტი კასორლა (არსენალი), ისკო (მალაგა), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), ხუან მატა (ჩელსი).

თავდამსხმელები: ალვარო ნეგრედო (სევილია), პედრო, დავიდ ვილია (ბარსელონა).

ასევე იხილეთ:
ვისენტე დელ ბოსკე 2012 წლის მწვრთნელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული