ესპანეთის ნაკრებმა ჩაბი ალონსო დაკარგა

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ ტრავმით ითამაშა "გრანადას" წინააღმდეგ 0:1 წაგებულ მატჩში.

ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ გადაწყვიტა, ბასკის დასვენება და მის ნაცვლად "ატლეტიკოს" ნახევარმცველი მარიო სუარესი მიიწვია, 6 თებერვალს ურუგვაის ნაკრებთან სათამაშოდ.

"რეალის" სამედიცინო შტაბმა შეატყობინა ესპანეთის ნაკრებს, რომ ჩაბი ალონსო ძლიერ ტკივილებს გრძნობს საზარდულში.

მარიო სუარესი 25 წლისაა, მას ეროვნულ ნაკრებში არასოდეს უთამაშია.

ასევე იხილეთ:
ვისენტე დელ ბოსკემ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული