ესპანეთის ნაკრებს დოჰაში რაული დახვდა

AutoSharing Option
ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები დოჰაშია, სადაც 6 თებერვალს ამხანაგურ მატჩში ურუგვაის ნაკრებს შეხვდება.

არაბულ ქვეყანაში მოთამაშე რაულ გონსალეს ბლანკომ დრო იხელთა და ყოფილი თანაგუნდელები სასტუმროში მოინახულა.

ლეგენდარული "შვიდიანი" შვილების და აგენტის, ხინეს კარვახალის თანხლებით მივიდა სასტუმროში თანამემამულეების სანახავად.

"რეალის" 35 წლის ლეგენდა ყატარულ "ალ სადში" თამაშობს. ესპანეთის ნაკრებში მან 102 მატჩში 44 გოლი გაიტანა.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ესპანეთის ნაკრების შეკრებაზე "რეალის" და "ბარსელონას" ფეხბურთელები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაული კაცია როგორც მინდორზე ისე ჩვეულებრივ ცხოვრებაში.
sakee
18:46 05-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული