ჟოზე მოურინიო: მოდი, ნუ ვიფიქრებთ მსაჯებზე, სიმულიანტობაზე, ვიფიქროთ ფეხბურთზე!

AutoSharing Option
26 თებერვალს ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში ესპანური ფეხბურთის კლასიკო გველის - "კამპ ნოუზე" "ბარსელონა" "რეალს" მასპინძლობს.

პირველი თამაში 1:1 დასრულდა: სესკ ფაბრეგასის გოლს რაფაელ ვარანმა უპასუხა.

მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა "რეალის" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, რომელმაც თავის გამოსვლაში გაკენწლა ტიტო ვილანოვას ასისტენტი ჟორდი როურა, შეხვედრის არბიტრის პერსონაზე აპელირებით. შეგახსენებთ, რომ კლასიკოს საერთაშორისო არბიტრი უნდიანო მალენკო განსჯის

"ვიცი, რომ მეტოქე მსაჯის გამო შეშფოთებას გამოთქვამს, მე კი ვამჯობინებ, ურთიერთშეხვედრების წარსულიდან მხოლოდ "ბარსელონას" მიერ შემოთავაზებული გაკვეთილებიდან გამოვიტანო დასკვნები და არ ვიფიქრო მსაჯებზე. ეს
კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვეცადოთ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს გაფრთხილებები მივაღებინოთ, ვისიმულიანტოთ და ასე შემდეგ. მხოლოდ სპორტულ მხარეზე უნდა ვიფიქროთ, "ბარსელონამ" ფეხბურთის თამაში მართლაც ძალიან კარგად იცის. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაგრძელოთ უხმაუროდ"
.

ასევე იხილეთ:
კლასიკოს წინ: "რეალი" ბარსელონაში ღამეს არ გაათევს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული