კრიშტიანო რონალდო "ბარსელონას" ფეხბურთელი შეიძლებოდა ყოფილიყო, ლეო მესი კი - "რეალის"

AutoSharing Option
ახლა დაუჯერებლად ჟღერს, თუმცა ესპანური პრესის მტკიცებით, თავისუფლად შეიძლებოდა კრიშტიანო რონალდო "ბარსელონას" ფეხბურთელი გამხდარიყო, ხოლო ლიონელ მესი - "რეალის".

პორტუგალიელი ფეხბურთელი ხშირად ამბობდა, რომ "რეალში" თამაში სურდა და 2009 წელს ოცნება რეალობად აქცია, მაგრამ 2010 წელს მან ძალიან უცნაური განცხადება გააკეთა - კრიშტიანოს ჰკითხეს, რას იტყოდა "ბარსელონაში" ტრანსფერზე. რონალდომ თქვა, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, რადგან მომავალს ვერ იწინასწარმეტყველებ.

სხვათა შორის, როცა "სამეფო კლუბი" რონალდოს ყიდვას ცდილობდა, სერ ალექს ფერგიუსონი ძალიან გაღიზიანებული იყო. ერთხელ მან ესპანელებს "მაფიოზები" უწოდა და თქვა,
რომ მადრიდელებს რონალდოს კი არა, ვირუსსაც კი არ მიჰყიდის.

ამასობაში რონალდოს თამაშს ყურადღებით აკვირდებოდა "ბარსელონა". 2007 წელს "ბარსას" მაშინდელი სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი ფეხბურთელის აგენტს შეხვდა. 2008 წელს "ბარსას" სოსიოსი ჟოან ლაპორტას აუჯანყდა. მაშინ რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარებულიყო, ახლანდელი პრეზიდენტი სანდრო როსელი მოიგებდა, მისი მთავარი შეპირება კი... რონალდოს ყიდვა იყო.

ამასობაში "ბარსელონაში" მესის ვარსკვლავი ამოდიოდა. 2005 წლის მაისში მას კონტრაქტი გაუფორმეს. მესის ერთი წამიც არ უფიქრია, ისე დათანხმდა, მაგრამ კლუბი პირობების ნაწილს არ ასრულებდა. მაშინ მესი არ იყო სრულწლოვანი და მამის გარეშე კონტრაქტს ვერ გააფორმებდა.

ლეოს მამა კი "ბარსას" მხრიდან პირობების შეუსრულებლობის გამო გაბრაზებული იყო და სხვადასხვა წინადადების განხილვაც დაიწყო. ფეხბურთელის ერთ-ერთმა აგენტმა "რეალის" ვარიანტი "დადო", მაგრამ ფლორენტინო პერესმა დიდხანს იფიქრა, მას კატალონიელებთან სერიოზული კონფლიქტი არ აწყობდა. კარგად ახსოვდა ლუიშ ფიგუსთან დაკავშირებული საკითხი. ამასობაში "ბარსამ" ახალი, უკეთესი კონტრაქტი შესთავაზა მესის და ისტორიაც ამით დასრულდა.

ასევე იხილეთ:
ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს მიმოწერა ელ კლასიკოს წინ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული