ჟორდი როურა: ასეთ მარცხს არ ველოდით

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას ასისტენტმა ჟორდი როურამ მადრიდის "რეალთან" (1:3) ესპანეთის თასის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ასეთ მარცხს არ ველოდით. მადრიდელებს უნდა მივულოცოთ. ახლა მარცხი უნდა დავივიწყოთ და დარჩენილი მატჩები მოვიგოთ.

მატჩი კარგად დავიწყეთ, შემდეგ "რეალმა" კონტრშეტევაზე გაგვიტანა. პენალტი სუფთა იყო. მეორე გოლიც მაშინ გავიდა, როცა ჩვენთვის მოვლენები კარგად ნამდვილად არ ვითარდებოდა.

კვლავ ესპანეთის ჩემპიონატზე უნდა გადავერთოთ - ეს მნიშვნელოვანი ტიტულია, ხოლო შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც "მილანს" ვხვ
დებით.

პატივს ვცემთ ჩვენ
ს გულშემატკივარს. ეს მარცხი იოლი არ იყო მათთვის.

"ბარსელონა" ყოველთვის ცუდ ფიზიკურ ფორმაშია თებერვალში? ეს სიმართლეა. ერთ კვირაში სამი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს.

პენალტები, რომლებიც შეიძლებოდა დანიშნულიყო? შედეგი დაფიქსირებულია. არბიტრი წყვეტს ეპიზოდებს და ეს უნდა მივიღოთ.

მეტი ავტონომია არ მჭირდება - მე მწვრთნელის ასისტენტი ვარ. ყველა გადაწყვეტილება ტიტოსთან თანხმდება”,
- თქვა როურამ.

შეგახსენებთ, რომ 2 მარტს "ბარსელონა" მადრიდში ჩავა და ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში "რეალს" დაუპირისპირდება.

მომზადებულია barcastuff-ის "ტვიტერის" მიხედვით

ასევე იხილეთ:
ბარსელონა-რეალი 1:3 - "სამეფო კლუბი" სამეფო თასის ფინალშია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა რა ეგონა ამას ნეტა რა საინტერესოა :DDD
revaz rakviashvili
11:09 27-02-2013
0

სიახლეები პოპულარული