დიეგო მარადონა "ბარსელონას" და ლეო მესის მწვრთნელობაზე ოცნებობს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ გააკრიტიკა დღევანდელი "ბარსელონას" თამაში და აღნიშნა, რომ ხოსეპ გვარდიოლას შემდეგ "ბარსა" უაზროდ თამაშობს.

"ტიტო ვილანოვა, რა თქმა უნდა, დიდი მწვრთნელია, მაგრამ "ბარსელონა" ხოსეპ გვარდიოლას გარეშე აზრს მოკლებულ ფეხბურთს თამაშობს. მაგალითად, ხანდახან საჭიროა სამი პასის გაკეთება და კარში დარტყმა, ფეხბურთელები კი რაღაც სხვას აკეთებენ. გვარდიოლას გარეშე გუნდი ნაწილებად დაიშალა. ამას გარდა, ჩემი აზრით, "ბარსელონა" გადაღლილია", – განაცხადა დიეგომ.

ამასთან, დიეგომ კიდევ ერთხელ დაიცვა ლეო მესი კრიტიკოსებისგან: "მესი ყოველ თამაშში გუნდს ვერ იხსნის. მე ძალიან მიყვარს
ლეო და მსურს, კიდევ ერთხელ ვიყო მისი მწვრთნელი, ახლა საკლუბო დონეზე. დიახ, "ბარსელონას" მწვრთნელობაზე უარს არ ვიტყოდი და ვფიქრობ, ამაზე ოცნების უფლება მაქვს
", – განუცხადა ესპანურ მედიას.

შეგახსენებთ, რომ დიეგო ბოლო კლასიკოს დაესწრო მადრიდში, როგორც... კრიშტიანო რონალდოს მიერ მიწვეული სტუმარი.

ასევე იხილეთ:
ფეხბურთზე გულაცრუებულ დიეგო მარადონას ფეხბურთელი ქალი შეუყვარდა
დიეგო მარადონა: მაგარია, მოურინიომ იკერი სკამზე რომ დასვა; მან ყველას ანახა, ვინაა ბოსი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული