ჟოზე მოურინიო: "ოქროს ბურთი" კრიშტიანო რონალდოსთვის უნდა მიეცათ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ კრიშტიანო უფრო იმსახურებდა "ოქროს ბურთს", ვიდრე ლიონელ მესი.

"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო კრიშტიანო რონალდოს უნდა მოეგო. ის ლა ლიგის გამარჯვებული და უამრავი რეკორდის ავტორი გახდა”, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში რონალდომ ლა ლიგის 38 შეხვედრაში 46 გოლი გაიტანა, ხოლო "რეალი" პირველი ესპანური გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონატში 100 ქულა დააგროვა და 121 გოლი გაიტანა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
რომელი რეკორდი დაამყარა შარშან რონალდომ? მე მგონი, მთავარი რეკორდი 50 ბურთი ჩემპიონატში და 90-ზე მეტი წლის განმავლობაში იყო და ეს რეკორდი, რატომღაც, მესის კუთვნილება იყო. საბოლოოდ გააფრინა ჟოზემ!
თემო
20:10 20-03-2013
0
იმიტომ უნდა მიეცათ, ლა ლიგა რომ მოიგო??? ესე თუ ვიმსჯელებთ,მაშინ სხვა ლიგის გამარჯვებულებმა რა დააშავეს,მესიმ კიდე ფეხბურთის ისტორიაში დაამყარა რეკორდი და იმიტომაც დაიმსახურა მეოთხე ოქროს ბურთი და მეხუთეც ეკუთვნის თუ ესე გააგრძელა. ისე მაურინიოს ზედმეტი მოსდის,რა მაგის საქმეა ვის უნდა გაემარჯვა და ვის არა, ხალხმა ვინც ჩათვალა საუკეთესოდ, ის აირჩია. მოურინიოს გეგმაა ,ფეხბურთის სამყაროში რაგაც მოახდინოს განსაკუთრებული, რომ შევიდეს ისტორიაში როგორც, რაგაც განსაკუთრებული მწვრთნელი, იმიტომ რომ დღევანდელი სიტვაცია ესეთია, მაურინიო VS ფეხბურთის სამყარო
ილია
02:03 21-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული