ლა ლიგა. XXIX ტურის წინ: შეკრავს ლეო მესი ჯადოსნურ წრეს?

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდება ესპანეთის პირველობაც. ლა ლიგაში სათამაშო 10 ტური დარჩა და "ბარსელონა" "რეალს" 13 ქულით უსწრებს. ალბათ, არ არსებობს ბუნებაში ისეთი სასწაული, რომელიც ამხელა ჩამორჩენას გააქრობს ფინიშის სწორამდე. ასე რომ, უპრიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ საჩემპიონო საკითხი პრიმერაში (დიდი ხანია) გადაწყვეტილია.

"ბარსას" საკადრო პრობლემები
"ბარსელონაში" ყველაზე დიდი სიახლე ისაა, რომ 2-თვიანი განშორების შემდეგ გუნდს მწვრთნელი დაუბრუნდა. ჟორდი როურამ 44 წლის ტიტო ვილანოვას, რომელიც ნიუ იორკის კლინიკაში ქიმიოთერაპიის და რადიოთერაპიის კურსს გადიოდა, თითქმის უვნებელი "ბარსა" ჩააბარა.

კატალონიური გრანდის ლიდერობას
არაფერი ემუქრება და გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც გავიდა. სიტყვა თითქმის კი იმიტომ გამოვიყენეთ, რომ "ბარსა" ჟოზე მოურინიოს "რეალმა" ესპანეთის თასისთვის ბრძოლას ჩამოაშორა.

"ბარსა" გალისიაში მიდის ბოლოსწინა ადგილზე მყოფ "სელტასთან" სათამაშოდ. ვიგოელებს დასაკარგავი აღარ აქვთ, თუ ასე გააგრძელეს, აუცილებლად დაუბრუნდებიან სეგუნდა დივიზიონს.

მთავარი მოქმედი პირი, ისევე როგორც, "ბარსას" პრაქტიკულად ყველა თამაშში, ლეო მესი იქნება. 25 წლის ფორვარდს უნიკალური მიღწევა შეუძლია ჩაიწეროს აქტივში - მას ზედიზედ 18 ტურია, გოლი აქვს გატანილი და თუ ვიგოშიც შეაგდებს, 19 შეხვედრას, ან წრეს შეკრავს. "სელტა" პრიმერას ერთადერთი გუნდია, ვისთვისაც მესის ამ სეზონში არ გაუტანია. ბოლო 18 მატჩში მის ანგარიშზე 28 გოლია.

ტიტო ვილანოვას საკადრო პრობლემები დახვდა: ვიქტორ ვალდესი კვლავ დისკვალიფიცირებულია და კარში ხოსე პინტო ჩადგება. პინტოსთვის ამ შეხვედრას მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ჩვეულ მატჩს - 37 წლის გოლკიპერი მართალია, ანდალუსიიდანაა წარმოშობით, მაგრამ კარიერის ოქროს წლები გალისიაში გაატარა, "სელტას" გოლკიპერი პინტო 2006 წელს ზამორას ტროფეის მფლობელი გახდა.

ტრავმირებულია გუნდის პლეიმეიქერი ჩავი ერნანდესი. "ბარსას" ექიმებს სულაც არ ანაღვლებთ ის, რომ ჩავი ვიგოში ვერ მიდის, მთავარია, მათ ვეტერანი პსჟ-სთან მატჩისთვის ფეხზე დააყენონ.

აი, პედრო როდრიგესი, საფრანგეთის ნაკრების კარში გამარჯვების გოლის ავტორი, კი არც ვიგოში იქნება და არც პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. ლიდერს არ ეყოლება ორი მცველი, კაპიტანი კარლეს პუიოლი და ჟორდი ალბა. საეჭვოა, ბრაზილიელი ადრიანოს თამაშიც.

პრობლემები აქვს "სელტასაც", სანაკრებო პაუზისას ტრავმა მიიღო მიქაელ კრონ-დელიმ და დანიელი ვერ ითამაშებს "ბარსელონას" წინააღმდეგ. სერხიო ალვარესი, უგო მალიო, სამუელ ლიორკა და ალექს ლოპესი კვლავ ტრავმირებულები არიან.

გამოჯანმრთელდნენ ნაჩო ინსა და ენრიკე დე ლუკასი და შეიძლება ითამაშონ. დისკვალიფიკაცია აქვთ ანდრეს ტუნიესსა და "სელტას" საუკეთესო ფეხბურთელ იაგო ასპასს, ვისაც "ვალენსიაში" ტრანსფერს უწინასწარმეტყველებენ.

* "სელტას" ლა ლიგაში სამმატჩიანი წაგებათა სერია აქვს.
* ყველა შეჯიბრში გალისიურმა გუნდმა ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო.
* "ბარსელონასთან" ბოლო ხუთი დაპირისპირება "სელტამ" დათმო.
* "ბარსელონამ" ბოლო ხუთ საგარეო მატჩში (ყველა შეჯიბრში) მხოლოდ 1 მოიგო.
* "ბარსელონას" გოლკიპერმა ხოსე მანუელ პინტომ "სელტას" კარი 181-ჯერ დაიცვა ლა ლიგაში.

სავარაუდო შემადგენლობები
სელტა: ვარასი - ხონი, დემიდოვი, კაბრალი, ლაგო - ოუბინია, ვილა - ა. ფერნანდესი, ბერმეხო, დე ლუკასი - პარკი.
ბარსელონა: პინტო - დ. ალვეში, პიკე, მასკერანო, მონტოია - ფაბრეგასი, ბუსკეტსი, ინიესტა - ა. სანჩესი, მესი, ვილია.

მოუ: არ მინდა მიტინგი!
"სამეფო კლუბი" არაგონს სტუმრობს, სადაც დარჩენისთვის მებრძოლ "სარაგოსას" დამარცხებას შეეცდება. ამ ტურის შემდეგ "რეალი" შინ "ლევანტეს" ეთამაშება.

სწორედ იმ მატჩის წინ გადაწყვიტა "რეალის" რამდენიმე ფანკლუბმა ერთობლივი აქციის მოწყობა ჟოზე მოურინიოს მხარდასაჭერად. ისინი აპირებენ მსვლელობის გამართვას "სანტიაგო ბერნებეუმდე" და ჟოზეს სთხოვენ გაისადაც "რეალში" დარჩეს.

თავად 50 წლის პორტუგალიელმა უკვე გააკეთა კომენტარი ამასთან დაკავშირებით და ფანებს... მსვლელობის გაუქმება სთხოვა.

მოურინიოს აზრით, "გალათასარაისთან" დაპირისპირების დროს გუნდისთვის სხვა თემაზე ფიქრი არ შეიძლება, ეს აქცია კი "რეალის" ფეხბურთელებს უთუოდ დაუკარგავს კონცენტრაციასო. თუმცა ამ განაცხადის "სხვანაირად" წაკითხვაც შესაძლებელია, "მონდომების" შემთხვევაში.

ჟოზე მოურინიოს გუნდში ტრავმები არავის აქვს, თუმცა საქმეში ისევ "გალათასარაი" ჩაერია - მოუმ გადაწყვიტა გამოჯანმრთელებული კაპიტანი იკერ კასილიასი მადრიდში დატოვოს, ხოლო "სარაგოსასთან" ისევ დიეგო ლოპესი ათამაშოს.

ამავე მოსაზრებით მოურინიომ დასვენება გამოუწერა ფრანგ რაფაელ ვარანს და "სარაგოსასთან" არც თინეიჯერი მცველი ითამაშებს. ამასთან, უნდა ველოდოთ მოურინიოს მიერ განხორციელებულ სხვა ცვლილებებსაც. წინ ხომ "გალათასარაისთან" მატჩია...

"სარაგოსას" პლეიმეიქერი აპონიო გამოჯანმრთელდა და მან შესაძლოა ითამაშოს "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ. გამოჯანმრთელდა რომარიკიც, ხოლო სტეპან ბაბოვიჩი დისკვალიფიცირებულია.

სავარაუდო შემადგენლობები
სარაგოსა: რობერტო - სეპუნარუ, ლოოვენსი, ალვარო, აბრაამი - მოვილია, რომარიკი - როჩინა, აპონიო, მონტანიესი - პოშტიგა.
რეალი: დ. ლოპესი - არბელოა, პეპე, ს. რამოსი, მარსელო - ესიენი, მოდრიჩი - კალეხონი, კაკა, რონალდო - ბენზემა.

ლა ლიგა. XXIX ტური
30 მარტი
ვალეკანო-მალაგა 19:00
დისკვალიფიკაცია: რუბენი, ტრაშორასი - დუდა, კამაჩო
ტრავმა: როდრი (ვალ)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +7=2-4, (24-17)

სელტა-ბარსელონა 21:00
დისკვალიფიკაცია: ასპასი, ტუნიესი - ვალდესი
ტრავმა: ლოპესი (?), ინსა, ლიორკა, დე ლუკასი (?), მალიო, კრონ-დელი - ადრიანო (?), ალბა, პუიოლი, ჩავი, პედრო
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +6=8-15, (36-53)

სარაგოსა-რეალი 23:00
დისკვალიფიკაცია: ბაბოვიჩი (სარ)
ტრავმა: ობრადოვიჩი, ალამო, აპონიო (?), სუკულინი (სარ) - კასილიასი
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +7=7-23, (51-84)

ლევანტე-სევილია 01:00
დისკვალიფიკაცია: ლოპესი, ბალესტეროსი, ელ-ჟარი (ლევ)
ტრავმა: ვალდო (?), იბორა (?), ბარკერო (?) - ბეტო (?), ტროხოვსკი, პეროტი, კამპანია
ბოლო 6 მატჩი
+0=4-2 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +3=3-9, (15-30)

31 მარტი
ვალიადოლიდი-ოსასუნა 14:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პერესი, ლარსონი - ლო, სისი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +3=9-5, (16-20)

მალიორკა-დეპორტივო 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალვარო, ლოპესი, ჟ. ვიქტორი, არისმენდი (?) - კასტრო, კაკა (?), ლაურე (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +8=16-9, (40-36)

ესპანიოლი-სოსიედადი 21:00
დისკვალიფიკაცია: ვაკასო (ესპ)
ტრავმა: კაპდევილა (ესპ)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +9=10-12, (27-31)

ატლეტიკო-ვალენსია 23:00
დისკვალიფიკაცია: ხუანფრანი - ფეგული, რამი
ტრავმა: ტიაგო - რუისი, პიატი (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +11=11-19, (45-63)

1 აპრილი
ბილბაო-გრანადა 22:00
დისკვალიფიკაცია: იტურასპე - მ. რიკო, ტორჟე, სიკეირა
ტრავმა: ამორებიეტა (?P), პერესი, გალარეტა - იებდა, ირინეი, ბენიტესი (?), ბუონანოტე (?), ფ. რიკო
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +1=1-1, (4-4)

ბეტისი-ხეტაფე 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პაულაუ (?), ვილარჩაო, ამაია, სევილია - როდრიგესი, ვალერა, ტორესი, მანე
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +7=6-4, (24-18)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

ბომბარდირები: 42 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 27 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 21 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 15 - ალვარო ნეგრედო (სევილია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული