"ბარსელონა": ერიკ აბიდალი ბრუნდება, ტიტო ვილანოვა არ იქნება

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჟორდი როურამ განაცხადა, რომ ექიმებმა ტიტო ვილანოვას ურჩიეს გუნდთან ერთად "სელტაში" არ გამგზავრებულიყო.

"ვილანოვას დაბრუნება სამსახურისადმი ეტაპობრივი იქნება. ის და ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჯობია ვილანოვა "სელტაში" არ გაემგზავროს. მისი მკურნალობის კურსი სულ ახლახან დასრულდა. ხოლო ამ დროის შემდეგ პირველი 7-10 დღე იოლი არა.

ჯობია არ ვიჩქაროთ, თუმცა მან უკვე მიიღო მონაწილეობა ვარჯიშში. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ტიტოს კარგი შანსი აქვს "ბარსელონას" პარიზში გაჰყვეს.

ვილანოვას დაბრუნება ბევრს ნიშნავს. ბოსი დაბრუნდა და ეს მნიშვნელოვანია. ეს გარკვეული სტიმულია.

"სელტა"
გადარჩენისთვის იბრძვის, მათთვის ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი იქნება, რაც ჩვენს ამოცანას უფრო ამძიმებს.

ამ შეხვედრას მაქსიმალურად სერიოზულად მივუდგებით, რაც ჩვენ მიზნმადე მიახლოების კიდევ ერთი საფეხური იქნება",
- თქვა როურამ.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ "სელტასთან" მატჩის განაცხადშია შეყვანილი ერიკ აბიდალი, რომელსაც 2012 წლის 12 თებერვლის მერე არ უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ზაფხულში აბიდალმა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა და მას შემდეგ დიდ ფეხბურთში დასაბრუნებლად ბევრს შრომობდა.

ფრანგი ფეხბურთელი "ბარსელონას" სარეზერვო გუნდში უკვე ითამაშა და შესაძლოა "სელტასთანაც" ვიხილოთ.

აქვე გეტყვით, რომ ტრავმების გამო "სელტასთან" არ ითამაშებენ კარლეს პუიოლი, ხორდი ალბა, ადრიანო, პედრო როდრიგესი და ჩავი, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო მატჩს ვიქტორ ვალდესი გამოტოვებს.

მომზადებულია fcbarcelona.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXIX ტურის წინ: შეკრავს ლეო მესი ჯადოსნურ წრეს?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული