მადრიდის "რეალს" იულიან დრაქსლერი და ჟოფრეი კონდობია სურს

AutoSharing Option
ესპანური პრესა ბოლო დღეებში მადრიდის "რეალის" ორ სავარაუდო ტრანსფერზე საუბრობს.

ამ ინფორმაციების მიხედვით, ფლორენტინო პერესის გუნდი დაინტერესებულია გერმანელი იულიან დრაქსლერით და ფრანგი ჟოფრეი კონდობიათი.

კონდობია "სევილიაში" თამაშობს. 20 წლის ფრანგი ანდალუსიაში "ლანსიდან" გადავიდა. ეს ტრანსფერი "სამეფო კლუბს" შეიძლება, 20 მილიონი ევრო დაუჯდეს.

იულიან დრაქსლერი 19 წლისაა და ის "შალკეში" თამაშობს. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მან ბუნდესგუნდის მაისურა უკვე 4-ჯერ მოირგო

ასევე იხილეთ:
მადრიდული იუბილეები
ვინ არის მადრიდის "რეალის" ინკოგნიტო ფრანგი სამიზნე
ასევე დაგაინტერესებთ