ჟოზე მოურინიო: "რეალში" ვრჩები, იკერ კასილიასს კი დიეგო ლოპესი მირჩევნია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ესპანური მედია გააოცა, როცა "სამეფო კლუბში" დარჩენის შესახებ გამოაცხადა.

ჟოზემ განაცხადა, რომ თავად "რეალში" დარჩენას გეგმავს მომავალ სეზონში. მან კომენტარი გააკეთა იკერ კასილიასთან დაკავშირებითაც:

"ყველაფერი ძალიან მარტივადაა - დიეგო ლოპესი ჩემთვის უკეთესი გოლკიპერია, ვიდრე იკერ კასილიასი. არაფერი პირადული.

მე მიყვარს ისეთი მეკარე, რომელიც კარგად თამაშობს ფეხით, მეორე სართულზე თამაშში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში და ბრწყინვალეა კარის ხაზზე. მოკლედ, ასეთ მეკარედ დიეგო ლოპესი მიმაჩნია".

მოურინიომ არც პეპეს კომენტარი დატოვა უყურადღებოდ, რომელმაც იკერ კასილიასის
მეტად დაფასება მოითხოვა.

"პეპეს პრობლემას არ ჰქვია კასილიასი, პეპეს პრობლემას ვარანი ჰქვია. ეს არის მთელი ისტორია. ვარანი ათამაშდა და პეპე შემადგენლობაში ადგილისთვის იბრძვის. მინდა აღვნიშნო, რომ პეპეს შესახებ მხოლოდ იმიტომ დავაფიქსირე აზრი, რომ შემეკითხეთ. ჩემი ინიციატივა არ იყო ამის წამოძახება".

ასევე იხილეთ:
ზინედინ ზიდანი - კარლო ანჩელოტის თანაშემწე "რეალში"?
სერხიო რამოსს ჟოზე მოურინიოს ბედი არ ანაღვლებს
მკითხველის კომენტარები / 3 /
იეს! ბრავო პერეს!
Georgi
15:52 07-05-2013
0
რეალისთვის ჯობდა რომ წასულიყო.
giorgi
16:43 07-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული