თვით სანდრო როსელმაც აღნიშნა, ნეიმარი კი გვსურს, მაგრამ მისით სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებულნიო.
ესპანური მედიის ინფორმაციით, "რეალის" ხელმძღვანელობა ბრაზილიელ ფორვარდს ზუსტად ისეთ ხელფასს სთავაზობს, როგორიც კრიშტიანო რონალდოს აქვს "სამეფო კლუბში". საუბარია სეზონში 10 მილიონ ევროზე.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ "სანტოსთან" კონტრაქტს ბოლომდე ჩაამთავრებს, ხელშეკრულება კი მას 2014 წლის ზაფხულამდე აქვს.
ასევე იხილეთ:
ნეიმარი: "ბარსელონაში" გადასვლა არ მინდა