ნეიმარის "ბარსელონაში" გადასვლამდე საათები დარჩა!

AutoSharing Option
"სანტოსის" 21 წლის ფორვარდი ნეიმარი შესაძლოა, უახლოეს საათებში გადავიდეს "ბარსელონაში", - ირწმუნება ესპანური პრესა.

კატალონიური გრანდის წარმომადგენელი რაულ სანგლეი უკვე გაფრინდა ბრაზილიაში, "სანტოსის" ხელმძღვანელობასთან საბოლოო შეთანხმების მისაღწევად.

"ბარსას" წარმომადგენელი ერთი კვირის შემდეგ უნდა ჩასულიყო ბრაზილიაში, მაგრამ პრესაში გავრცელებულმა ხმებმა, "ბაიერნთან" და "რეალთან" დაკავშირებით, კატალონიელები აიძულეს, ეჩქარათ.

თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, წლის მთავარი ტრანსფერის გაჩარხვამდე დღეები კი არა, საათები რჩება.

ასევე იხილეთ:
"ბაიერნმა" ნეიმარი უარყო
"რეალი" ნეიმარს ზუსტად ისეთ ხელფასს სთავაზობს, როგორიც კრიშტიანო რონალდოს აქვს
მკითხველის კომენტარები / 1 /
მესი და ნეიმარი :D
Fibonacci
19:36 16-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული