ნეიმარის ტრანსფერს "ბარსელონაში" ფეხბურთელის მამა აყოვნებს

AutoSharing Option
ესპანური პრესის ცნობით, "ბარსელონას" გაუჭირდება ნეიმარის ყიდვა.

ამის მიზეზი არ არის ბრაზილიური კლუბი "სანტოსი", რომელსაც "ბარსა" უკვე მოელაპარაკა წარმატებით, არამედ ფეხბურთელის მამაა.

ბრაზილიაში კონტრაქტი კლუბთან ყველა მხარის მონაწილეობით ფორმდება. ამიტომაც ნეიმარის უფლებების მხოლოდ 55%-ს ფლობს "სანტოსი".

"სანტოსი" მზადაა, ნეიმარი ტრანსფერზე დააყენოს და მიიღოს "ბარსელონას" წინადადება.

საინიციატივო ჯგუფი DIS ფლობს 40%-ს, ხოლო კომპანია "ტეისა" ნეიმარზე უფლების 5%-ს ფლობს. არც ამ ჯგუფებთან აქვთ კატალონიელებს პრობლემა.

მაგრამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება ნეიმარის მამა, რომელიც მიიჩნევს, რომ უფრო დიდ თანხას მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ დაელოდებიან კონფედერაციათა
თასს, რომელიც ივნისში ბრაზილიაში ჩატარდება.

"მარკას" ცნობით, ნეიმარი "ბარსას" 60 მილიონი ევრო დაუჯდება, "ბარსელონას" კი ტრანსფერებზე სულ 50 მილიონი აქვს გამოყოფილი, პლუს ის ფული, რაც სხვების გაყიდვით შევა კლუბის სალაროში.

ასევე იხილეთ:
ნეიმარის "ბარსელონაში" გადასვლამდე საათები დარჩა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული