დიეგო სიმეონე: ჩვენ "რეალის" შიში დავძლიეთ

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე 17 მაისს, ესპანეთის თასის ფინალში მადრიდის "რეალთან" გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს არ მალავდა.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ შეხვედრაში,"ატლეტიკომ" მრისხანე მეტოქე დამატებით დროში ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

"ეს ბრწყინვალე მატჩი იყო. ჩვენ გამორჩეულ სტადიონზე ვთამაშობდით ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც არცკი ახსოვდა, ბოლოს საკუთარ კედლებში როდის წააგო.

ეს ესტრაორდინარული გამარჯვებაა. ჩვენი ბიჭების გულები ერთნაირად ძგერდნენ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ შევძელით ამ მეტოქისადმი შიშის დაძლევა და იღბალმაც, რომელიც ასე საჭიროა, არ დაგვაღალატა.

დამატებითი დროის დაწყების წინ ჩემს მოთამაშეებს ვუთხარი, რომ "რეალს"
ჯობდნენ. ისინი ბრწყინვალე ფიზიკურ ფორმაში იყვნენ და არ მქონდა მიზეზი, შეცვლები გამეკეთებინა.

ჩვენ გამარჯვებაში ძალიან დაგვეხმარა კოშტას გარჯა, რომელიც დაცვის დასახმარებლად უკან ჩასვლისას მოედნის ნახევარს ფარავდა.

ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა კოკემაც, ფალკაომ კი პირად ინტერესზე მაღლა გუნდისა დააყენა.

ერთიანობის გარეშე გუნდი ვერ შედგება, თუნდაც შემადგენლობა ვარსკვლავებით იყოს გადაჭედილი",
- აქვეყნებს სიმეონეს ნათქვამს "ატლეტიკოს" ოფიციალური საიტი.

ესპანეთის თასი "ატლეტიკომ" ისტორიაში მეათედ მოიპოვა, ბოლოს კი მას 1996 წელს დაეუფლა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:

ჟოზე მოურინიო: ასეთი ცუდი სეზონი კარიერაში არ მქონია
კოპა დელ რეი. ფინალი: "ატლეტიკომ" მოიგო, ჟოზე მოურინიო გააგდეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა აღარ გეშინია შე *** დედას *** მომავალი სეზხონიდან ***
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული