მესუთ იოზილი ხელფასის გაზრდას ითხოვს

AutoSharing Option
ესპანური პრესა ამტკიცებს, რომ "რეალის" გერმანელი ნახევარმცველი მესუთ იოზილი კლუბის ხელმძღვანელობისგან კონტრაქტის ფინანსური ნაწილის გადახედვას ითხოვს, მოკლედ, რომ ვთქვათ, მას ხელფასის გაზრდა სურს.

24 წლის ფეხბურთელი "სამეფო კლუბში" 2010 წელს გადავიდა. მაშინ მან 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ახლა იოზილის ხელფასი სეზონში 5 მილიონი ევროა.

ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ის მეტ ჯამაგირს იმსახურებს. ამიტომაც მადრიდში იმყოფება მისი მამა და აგენტი მუსტაფა იოზილი, რომელიც "რეალის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ იოზილი ერთ-ერთი იმათგანია, რომელსაც ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობა ვერ აეწყო.

ასევე იხილეთ:
მესუთ იოზილი:
ჩვენ ფინალში გვინდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული