"რეალი" "ლივერპულს" სუარესის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს და ორ ფორვარდს სთავაზობს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" "ლივერპულის" ფეხბურთელის, ლუის სუარესის ტრანსფერზე წინადადებას ამზადებს.

მადრიდული კლუბი მზადაა, 26 წლის ურუგვაელში 25 მილიონი ევრო გადაიხადოს და გარიგებაში ახალგაზრდული გუნდის ორი ფორვარდი - ხესე როდრიგესი და ალვარო მორატი ჩართოს.

შეგახსენებთ, რომ სუარესის აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ლივერპულში ბედნიერია და მომავალ სეზონშიც ინგლისში დარჩება.

მომზადებულია Sport.es-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ლუის სუარესი "რეალში"?
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული