მადრიდის "რეალი" გარეთ ბეილში 100 მილიონ ევროს იხდის!

AutoSharing Option
"სანდი თაიმსის" ინფორმაციით მადრიდის "რეალი" მალე სატრანსფერო რეკორდს დაამყარებს - "სამეფო კლუბი" "ტოტენჰემს" უელსელი გარეთ ბეილის სანაცვლოდ 85 მილიონ ფუნტ სტერლინგს სთავაზობს, რაც თითქმის 100 მილიონი ევროა.

"რეალი" ახლა პრეზიდენტის არჩევნებისთვის ემზადება, რომელშიც მონაწილეობას ამჟამინდელი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესიც იღებს. მართალია, მას ფავორიტად მიიჩნევენ, თუმცა კამპანიის საწარმოებლად 1-2 დიდი შენაძენი სჭირდება. პირველი ბეილია, მეორე კი "ლივერპულის" ფორვარდი ლუის სუარესი.

"ტოტენჰემი" ცდილობს შეინარჩუნოს 23 წლის უელსელი, მაგრამ როცა ასეთ წინადადებას იღებ, ძნელია ცდუნებას გაუძლო. შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდო თავის დროზე "რეალს" 94
მილიონი ევრო დაუჯდა.

ასევე იხილეთ:
ფლორენტინო პერესი: რონალდოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად ვაქცევ
გარეთ ბეილის ჰეთ თრიკი: უელსელი ჟურნალისტებმაც პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული