დავიდ ვილია: ახლა მხოლოდ ნაკრებში გამოსვლაზე ვფიქრობ

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ გუნდიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"მე მაქვს კონტრაქტი და ყოველთვის ვამბობდი, რომ ბარსელონაში ბედნიერი ვარ.

მთელი კარიერის განმავლობაში ჩემს კლუბს პატივს ვცემდი. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რაც შეიძლება კარგად შევასრულო ჩემი მოვალეობა კონფედერაციების თასზე, რომელიც ბრაზილიაში ჩატარდება. ამის შემდ
ეგ ვნახოთ, რა მოხდება.

ზაფხულში ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდე, თუმცა ახლა მხოლოდ ნაკრებში გამოსვლაზე ვფიქრობ",
- თქვა ვილიამ.

შეგახსენებთ, რომ ფორვარდის გადაბირებით დაინტერესებულნი არიან ლონდონის "ტოტენჰემი", "არსენალი", მადრიდის "ატლეტიკო" და "ლივერპული".

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული