ნეიმარი "ბარსელონაში" "სანტოსიდან" 57 მლნ ევროს ფასად გადაბარგდა, კატალონიაში ჩასულმა კი თქვა, მინდა მესის დავეხმარო, მსოფლიოში ნომერ პირველად დარჩესო.
აი, პელე კი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა ბრაზილიელს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ "ოქროს ბურთის" ოთხგზის მფლობელს აჯობოს.
"ნეიმარმა ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. კარგად თამაშობს ორივე ფეხით და მაღალ ბურთზეც უფრო კარგად იბრძვის.
მესიც და ნეიმარიც - ორივე კარგი
თუმცა, რა როგორ იქნება მომავალში, ძნელი სათქმელია.
არ მიხარია ის, რომ "სანტოსმა" ძლიერი ფეხბურთელი დაკარგა, მაგრამ თავად ნეიმარისთვის ეს წინგადადგმული ნაბიჯია. ის ბრაზილიის საუკეთესო ფეხბურთელია და მოვიდა დრო, რომ გამოცდილება საზღვარგარეთ მიიღოს.
ევროპული ფეხბურთი სამხრეთამერიკულისგან განსხვავდება, ჩვენთან უფრო ლაღად და ტექნიკურად თამაშობენ", - უთხრა პელემ goal.com-ს.
იხილეთ ვიდეო
ასევე იხილეთ:
პრო ფაილი: ვინ არის ნეიმარი
ნეიმარის პრეზენტაცია - 57 მლნ ევრო, 56 ათასი მაყურებელი, 334 ჟურნალისტი [VIDEO]