ბოლო ტურში ლა ლიგიდან გავარდნილმა "ვილიარეალმა" უშუალო კონკურენტ "ალმერიას" უმასპინძლა, 1:0 მოუგო და ელიტის საგზური მოიპოვა.
გამარჯვების გოლი ხონათან პერეირამ მოიპოვა. მარსელინოს გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა, პირველზე კი "ელჩე" გავიდა (ეს უკვე კარგა ხნის გარკვეული იყო).
ლა ლიგის მესამე საგზურისთვის "ალმერია", "ჟირონა", "ალკორკონი" და "ლას პალმასი" იბრძოლებენ.
"ელ სუბმარინო" (წყალქვეშა ნავი) მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაში იყო გავარდნილი და ისევ დაუბრუნდა ელიტას. ასე რომ, ლა ლიგაში ვალენსიის მხარის წარმომადგენელთა რიცხვი გაორმაგდა: "ვალენსიას" და "ლევანტეს",